მორიელი – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(24.10 – 22.11)
შავი დრაკონის წელი მორიელებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს უმზადებს. მოქმედებას დაიწყებთ მხოლოდ კარგად დაფიქრებისა და ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ და არა თქვენთვის დამახასიათებელი ე.წ „მოულოდნელი დარტყმით“, თუმცა თქვენს ძალაზე ეს არ აისახება.
რაც შეეხება რეაქციებს, მორიელებს 2012 წელს ის ცოტა შენელებული და გარშემომყოფებზე დამოკიდებული ექნება.
გამონაკლისები იქნება, თუმცა უფრო ცოტა ვიდრე ეს მანამდე იყო.
თუ დაისახავთ მიზანს და შორსგათვლილი ნაბიჯებით ივლით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ამ წელს თქვენს ცხოვრებაში არ იქნება საიდუმლოებები, გაურკვევლობები და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული მერყეობა. თქვენ კითხვებს პასუხები გაეცემა. ადამიანებთან ურთიერთობებში უამრავი სიახლე იქნება. ჭორები და სხვების შური ვერაფერს დაგაკლებთ, მტრები კი თავად გამოააშკარავებენ თავს.
შეეცადეთ ყველა სფეროში საკუთარი ინტერესების მონა არ გახდეთ. სსაპირისპირო სქესთან ურთიერთობებში სირთულეებს გაზრდის თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა, ამასთან ყოველთვის არ იქნებით მზად წახვიდეთ დათმობაზე. ასე რომ, გონივრული მოქმედება გმართებთ.
თუ ცხოვრების პარტნიორი ჯერ არ გყავთ დრაკონის წელიწადი ამ მხრივ დიდ და სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ. მთავარია თქვენ ეს გარემოება სასიკეთოდ გამოიყენოთ.
ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით მორიელები დრაკონის წელიწადში რისკიან საქმეებზე არ უნდა წავიდნენ.
ყურადღებით იყავით საყიდლებზე სიარულის დროსაც. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკასთან დაკავშირებულ შენაძენს.
შთააგონეთ საკუთარ თავს რომ დრაკონის წელიწადში მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს დადებით მხარეებს წარმატების მისაღწევად და 2012 წელი აუცილებლად გაგიწევთ ამ საკითხში დახმარებას.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება მორიელის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.