ასტროლოგიური მაღაზია

მორიელი – სასიყვარულო შეთავსება

მორიელიმორიელი – ვერძი

ვერძისთვის ეს პირდაპირ სიკვდილისა და თავიდან დაბადების კავშირია, მას ხომ თავი ყველაზე ძლიერ პიროვნებად მიაჩნია და არც კი ეჭვობს თავისზე ძლიერი ადამიანების არსებობის შესახებ. მორიელის გამოჩენისთანავე მის ცხოვრებაში ჩნდება კომპლექსებიც. ამ ორ ნიშანს შორის არაჩვეულებრივი სექსუალური კავშირია, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხებში ყველაზე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს. მორიელი ვერძზე ანთხევს ყველა თავის წარუმატებლობასა და წყენას, ვერძი კი ან ითმენს მორჩილი „ცხვრის“ როლს, ან სულიერად გარდაისახება და ვერძისთვის მნიშვნელოვან თვისებებს კარგავს.

მორიელი – კურო

იშვიათი ქორწინებაა. მათ შორის ურთიერთობა იდეალურია, ან საერთოდ არ არის. მათ არაჩვეულებრივი სექსუალური შეთავსება აქვთ _ საერთო მისწრაფებები, სექსუალური აფეთქებები და მგზნებარე ვნებები. კურო იზიდავს ერთგულ მორიელს, მაგრამ მათი ურთიერთმაგნიტურობა სიყვარულის სასიკვდილო თამაშს ჰგავს. ერთად ააგორებენ ხოლმე გრძნობას, მიდიან უკიდურესობამდე, შემდეგ ერთმანეთს სამუდამოდ შორდებიან და ცოტა ხანში ისევ ერთმანეთისკენ ილტვიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ ამოწურავენ ერთმანეთს. როგორც წესი, ხშირად, ისინი უფრო საყვარლები არიან. იშვიათად ხდებიან ცოლ-ქმარი.

მორიელი – ტყუპები

მძიმე, მაგრამ ხშირი კავშირია. ტყუპები ამოუცნობია მორიელისთვის, რადგან მის ამოსაცნობად მორიელს სიმსუბუქე აკლია. ტყუპებში ის ხან ბავშვს ხედავს, ხანაც ბრძენს. ეს საიდუმლო აგიჟებს მას და იძულებულს ხდის მუდმივად სდიოს. როგორც კი მორიელი თავისი მდგომარეობის გაანალიზებას იწყებს, ეწყება შფოთვა და დარდი, თუმცა სწორედ ამ შეგრძნებების გამო იზიდავს მას ტყუპები. მისთვის ეს ურთიერთობა ერთგვარი განწმენდაა. მორიელის მიმართ საოცარი ლტოლვით დაგიპნოზირებული ტყუპებიც თავიდანვე ვერ აანალიზებს მასზე თავის ძალაუფლებას, ხოლო მდგომარეობაში გარკვევისთანავე, ცდილობს თავიდან აღზარდოს, ან დაშორდეს თავის რჩეულს, მაგრამ ერთიც და მეორეც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მორიელი – კირჩხიბი

ისინი უფრო კარგი საყვარლები იქნებოდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარნი, რადგან კირჩხიბს არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მორიელის წნეხის ქვეშ ყოფნა. მორიელსაც აღიზიანებს კირჩხიბის არასტაბილურობა და ცვალებადობა. მიუხედავად ყველაფრისა, კირჩხიბი და მორიელი მუდმივად იზიდავენ ერთმანეთს, აინტერესებთ ერთად ყოფნა, თუმცა კარგად ესმით, რომ ეს არც თუ მარტივი ურთიერთობაა მათთვის.

მორიელი – ლომი

წყვილი, რომელსაც ძლიერი მამაკაცური საწყისი და საოცარი ქალური მაგნიტურობა აერთიანებს. მათ შორის ენით აღუწერელი ვნებაა, თუმცა მუდმივად ამ განწყობით ცხოვრება რთულია. პარტნიორები შეიძლება, უბრალოდ, გადაიწვნენ და ცალ-ცალკე, წარსული მოგონებებით გააგრძელონ ცხოვრება.

მორიელი – ქალწული

ეს კავშირი წარმატებული რომ იყოს, ორივეს ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს, თუმცა მათი ქორწინება მაინც არ იქნება მშვიდი. მეუღლეები ერთმანეთს მუდმივად გამოცდას უტარებენ და მათი კავშირი კრიზისის ზღვარზე რჩება. მორიელის მაგნიტურობა და ზემგრძნობიარობა აფორიაქებს ქალწულს და შეწინააღმდეგების მიზნით იძაბება, აქედან მოდის მუდმივი საბრძოლო განწყობაც. მხოლოდ ბრძენ და მომთმენ ქალწულს შეუძლია აქტიურ და ვნებიან მორიელთან გამკლავება.

მორიელი – სასწორი

სასწორს მორიელში ჰარმონია შეაქვს, ეხმარება რთულ სიტუაციებში ორიენაციაში. მათი ინტიმური ცხოვრება ძალიან ბობოქარი, ღრმა და ვნებიანია, თუმცა ყოველდღიურობაში, შესაძლოა პრობლემებს ჰქონდეს ადგილი. სასურველია, რომ ამ კავშირში სასწორი ქალი იყოს, მორიელი კი – კაცი, რომელიც მეტ ენერგიას და სიძლიერეს შეიტანს სასწორის ცხოვრებაში.

მორიელი – მორიელი

იშვიათი კავშირია. ორი ძლიერი პარტნიორი ერთმანეთს იზიდავს, თუმცა ერთმანეთს ვერ ეთავსებიან, ცალ-ცალკე კი იწყენენ. სამუდამოდ დაშორებულები, მრავალი წლის შემდეგაც რომ შეხვდნენ ერთმანეთს, იმ წამსვე მზად არიან დაივიწყონ ყველა წყენა და კვლავ გაერთიანდნენ, თუმცა, რამდენიმე წუთში, ისევ ცივად და ეჭვის თვალით აკვირდებიან ერთმანეთს. მოკლედ, რთული კავშირია, რადგან ორივე ძლიერი პიროვნებაა და უჭირთ ერთმანეთისთვის დათმობა. ამ კავშირში სასურველია, რომ ერთ-ერთი არ იყოს მორიელის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი.

მორიელი – მშვილდოსანი

უცნაური, მაგრამ ხშირი კავშირია. არიან აზარტული საყვარლები, ერთნაირად მოაზროვნე მეუღლეები, ბრწყინვალე მშობლები და ძლიერი პიროვნებები, რომლებსაც ბევრის მიღწევა შეუძლიათ ერთად. მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, მათ მაინც აქვთ შანსი წარმატებული კავშირი შექმნან.

მორიელი – თხის რქა

ორი ძლიერი ნიშნის ბრწყინვალე კავშირია. მათი სიყვარული, როგორც წესი, ყოველთვის ძლიერი და ღრმაა. მათი გრძნობა, წლებთან ერთად, არ ცვდება, პირიქით, უფრო მყარი და საინტერესო ხდება. მათი შვილები ბედნიერები არიან, რადგან სიყვარულისა და ჰარმონიის ატმოსფეროში იზრდებიან. თუ ეს ადამიანები ერთმანეთს მაინც შორდებიან, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან, რომლებიც მუდმივად ერთმანეთთან სახიფათო თამაშით ირთობენ თავს.

მორიელი – მერწყული

ამ კავშირში წამყავანი როლი, როგორც წესი, მორიელს აქვს, რომელიც ღიად, ან ფარულად აძლევს მერწყულს მიმართულებას. მათი სიყვარული ორიგინალური, ექსცენტრიული და მოულოდნელი ხასიათისაა. ისინი მუდმივად ახალი თავგადასავლების მოგონებაში არიან. ხშირად, წყნარი, მშვიდი პერიოდები ბრძოლისა და ჩხუბის პერიოდებით იცვლება, რის შემდეგადაც კვლავ დგება შერიგების ჟამი და ისევ უშფოთველად აგრძელებენ ცხოვრებას მომდევნო შეჯახებამდე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ ძალიან უჭირთ ერთმანეთზე უარის თქმა.

მორიელი – თევზები

მორიელი ზედმეტად მგრძნობიარე პარტნიორია, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, წინასწარ ხვდება და იცის, რა უნდა მოხდეს. თევზები კი იტანჯება მორიელის ამ თვისების გამო და იმის ნაცვლად, რომ იცხოვროს მშვიდად და მისდიოს მის რჩევებსა და მითითებებს, საკუთარ თავში იკეტება. ამ კავშირში ყოველთვის არის ვნება. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ურთიერთობის ყველა სფეროში. თუმცა, ფაქიზი ბუნების თევზები ხშირად ტოვებენ მორიელს, ვინაიდან მტკინვეულად განიცდიან მის წინდახედულობასა და მკაცრ ხასიათს. თუ თევზები კაცია, ქალი კი მორიელი, მაშინ თევზები აუცილებლად უნდა მისდევდეს მორიელის რჩევებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თვითონ კი სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდეს ოჯახს. მათი კავშირი იდეალური იქნება, თუ თევზებს არ შეეშინდება მორიელის სიძლიერის და ყველფერს გააკეთებს, რათა პარტნიორის ღირსეული მეორე ნახევარი გახდეს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. chemi azrit saintereso da sasargeblo inpormacia iyo, didi madloba