ასტროლოგიური მაღაზია

მორიელი – მშვილდოსანი – მესაზღვრე ნიშნები

morieli_citelimshvildosani_citeli

(20-26 ნოემბერი)

ამ ტიპის `მესაზღვრეები~ ვარსკვლავებმა განსაკუთრებული მაგნეტიზმით დააჯილდოვა, რომლის ძირითადი მახასიათებელია – უზარმაზარი შინაგანი ძალა, ნებისყოფა, ვნება და აზარტი. მორიელისა და მშვილდოსნის საზღვარზე ერთიანდებიან ის საწყისი წეტილები, რომლის შესახებაც მოგვითხრობს მითოლოგიათა უმრავლესობა. მორიელის მმართველი პლუტონი წარმოდგენილია მიწიქვეშა სამყაროს, ანუ ქაოსის ღმერთად. მშვილდოსანის მმართველი იუპიტერი კი ცნობილია, როგორც გამარჯვების, კეთილშობილების ღმერთი. ამგვარი ნაზავი, ამ ადამიანებს აძლევს ფართო სოციალური შესაძლებლობის გამოვლენის უნარს, მომენტის კონიუნქტურის გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა, ისინი იშვიათად იყენებენ ბოძებულ ნიჭს და უნარს, შესაძლებელია იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ ვისაც ამდენი ეძლევა, შესაბამისად მოეკითხება კიდეც. გამომდინარე დაბადების ზუსტი დროდან, მათ შეუძლიათ თანაბრად გახდნენ, როგორც ყოფიერების დამცველები, ასევე დამანგრევლები.

ავტორი

მსგავსი ფოსტები