მორიელის მოხიბვლა ადვილია?!
მორიელს როგორც წესი, არაპროგნოზირებად ნიშნად თვლიან. სწორედ, ამიტომ, მოგცემთ რჩევებს როგორ მიუდგეთ ამ ადამიანებს.
მორიელთან საუბრისას მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რადგან ის ყოველთვის გრძნობს მოჩვენებითობას და სიყალბეს. ძალიან ცნობისმოყვარეა და ხშირად ჩაგერთვებათ საუბარში შეკითხვით – „როგორ?“ ან „რატომ?“ თუ შეამჩნია, რომ ვერაფერს პასუხობთ ან იბნევით ჩათვლის, რომ მათ ატყუებთ და სამომავლოდ მის თვალში მოსაწყენი და ფლიდი ადამიანის სახელს დაიმკვიდრებთ.
მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია. მას წყალი განსაკუთრებით იზიდავს და ხშირად მისდევს სპორტს, რომელიც წყალთან არის კავშირში.
მორიელებს იზიდავთ ხმაურიანი წვეულებები და შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები… ძირითადად, ცდილობენ წარმატებული ადამიანების წრეში ყოფნას.
შეეცადეთ, არ შეეწინააღმდეგოთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ მორიელებთან პაექრობაში ჩართვას, იყავით მაქსიმალურად ფრთხილნი და ზრდილობიანი. ამ ნიშნის ადამიანები ძირითადად სერიოზულნი არიან და თავს იკავებენ ხუმრობისგან, ხშირად ყველასთვის სასაცილო თემაზეც კი არ ეცინებათ.
მორიელები ჩაციკლულნი არიან ძალაუფლებაზე, ასე რომ თუ თვლით, რომ ვიღაცაზე მეტი ძალაუფლება გაგაჩნიათ, აუცილებლად ხაზი გაუსვით ამას. თუ ისინი გკითხავენ თქვენი ცხოვრების შესახებ, შეეცადეთ მაქსიმალურად ლამაზად და შთამბეჭდავად წარმოადგინოთ ყოველივე, რათა მათი მოწონება დაიმსახუროთ – ასე უფრო მიიზიდავთ ამ ნიშანს.
მორიელი კიდევ უფრო დაგაფასებთ თუ გაიგო, რომ გავლენიან ადამიანებთან მეგობრობთ და საჭირო კონტაქტები გაქვთ. ამიტომ, ხშირად შეახსენეთ მათ კონკრეტული პიროვნებები, ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელთ. საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავთ ყოველივე დაფარული, გასაიდუმლოებული და მისტიური. ასე რომ, იყავით ასეთი მათთვის და თქვენ მიზანთან მიხვალთ!
თუ თქვენ ბუღალტერი ბრძანდებით, შეგიძლიათ თქვათ: „ მე თვალყურს ვადევნებ და განვაგებ დიდი ოდენობით ფინანსურ ოპერაციებს“. მოკლედ, თუ საშუალება გაქვთ რომ ის აღაფრთოვანოთ რამენაირად, სულ ოდნავი გაბუქებას ნუ მოერიდებით.
კიდევ ერთ კარგ მეთოდს გთავაზობთ: შეგიძლიათ მის მიერ დასმულ კითხვაზე – „რას აკეთებ?“ უპასუხოთ შემდეგნაირად, ანუ ხმის ტემბრს დაუწიოთ, გაიღიმოთ და ჩურჩულით მიუგოთ – „ყველაფერს“! – ეს იმოქმედებს!
ოდესმე თუ გინახავთ მზის სათვალიანი ადამიანი ღამით? – უცნაურია ხომ? დიახ, დიდი ალბათობაა ეს მორიელი იყოს ან სულაც მორიელის ნიშნის გავლენის მქონე, პირად რუკაში.
მორიელების უმრავლესობა ასტროლოგიით არის გატაცებული, ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც ამ სფეროში ვერ ერკვევა აუცილებლად სიამოვნებით მოგისმენთ და ჩაერთვება საუბარში თუ თემა აქამდე მიგიყვანთ.
მორიელის გაცნობისას მეტი შედეგის მისაღებად გირჩევთ მშვიდად და მტკიცე ხმით შეატყობინოთ, რომ წინა ცხოვრებაში იცნობდით. ის აუცილებლად გაიღიმებს და ჩაგეძიებათ. თუმცა თქვენ პასუხად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უნდა გაიმეტოთ: „უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი და გაიგებ რა ვიცი“…
ალბათ, იცით, რომ ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შორის მორიელი ყველაზე, ყველაზე სექსუალურია! თუმცა, თუ თქვენი გეგმები საძინებლის კარამდე მიდის ზედმეტად თავდაჯერებული და უდარდელიც ნუ იქნებით. მორიელი არასოდეს გამოგყვებათ ბოლომდე თუ თქვენ მიმართ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ან ჭეშმარიტი სიყვარული არ ამოძრავებს…
იმ შემთხვევაში კი თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა ლოგინამდე მისასვლელ მოკლე გზას ეროტიულ თემებზე საუბრით „მოჭრით“…
მოამზადა ლეო ფროიდმა
9 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
shen raiyo amis mixedvit moqmedeeeb ? 😀 😀 😀 😀 …. tu kakebes metodebit ? :"? D ::DD::DD
mari iseti ucnauri da chauwvdomeli xar kakebesac gaakvirveb damijere shenze metodebi ar chris:D 😀 😀
😀 😀 😀 gaachnia metodebsac 😀
ise ase emtxveodes yvelaperi rogorc chem zodiaqoshi jer arminaxavs … 😀
kudis moqneva sheni dznelad asatani tore danarcheni kai xar kai 😀
😀 😀 😀 : giji xar imena 😀
ki tu mas iaponur samzareuloshi dapatizeb da morielit gaumaspindzldebiii 😀 😀 😀 😀
😀 : (Y) moriels da chemebs rogorc wesi arvcham xolme 😉
vaa magari var morieli varr