მორიელი მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ეს საკმაოდ ძლიერი და თავმოყვარე მამაკაცია. არასოდეს დაამციროთ, ან შეურაცხყოფა არ მიაყენოთ მას! მისი მისამართით არ გამოიყენოთ მისთვის მტკივნეული სიტყვები _ ის ძალიან ამაყია, წყენას დიდი ხნით იმახსოვრებს და არასოდეს გაპატიებთ!
ღრიანკალი, გარეგანი გულგრილობის ნიღბის ქვეშ ძალიან ფიცხ და მგრძნობიარე ბუნებას მალავს. მას თქვენი ნდობა ესაჭიროება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისდამი თქვენს აღფრთოვანებას და მზად არის შეუძლებელიც კი გააკეთოს, რათა თავისი მნიშვნელობა დაგიმტკიცოთ. გამოიყენეთ მისი ეს თვისება: მსუბუქი პირფერობითა და ვითომდა ორჭოფობით (ვითომ, არა გგონიათ, რომ ეს გამოვიდეს, მაგრამ შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია!) სტიმულირება გაუკეთეთ მას თქვენი დავალების შესასრულებლად. ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგიმტკიცოთ, რომ მისთვის შეუძლებელი, არაფერია!
ღრიანკალი საოცრად ეჭვიანი და მესაკუთრეა. ყოველთვის მოექეცით მას რბილად და ტაქტიანად.
მას უყვარს სექსუალური, ძლიერი, ერთგული ქალბატონები. მოსწონს, ქალები, რომლებიც იდუმალების ბურუსით არიან მოცულნი. საერთოდ, მას მოსწონს და იზიდავს იდუმალება, ამიტომ, იყავით მისთვის მუდამ იდუმალი, საინტერესო, რომლის ამოხსნითვისაც ყველაფერს გააკეთებს. ეს საკმაოდ ერთგული მამაკაცია, ამიტომ ღირს ზოგჯერ მისთვის დათმობა და ხშირად მისი მკაცრი ხასიათის ატანა.