მორიელი ბოსი
ილაპარაკე რბილად, მაგრამ ზურგს უკან კეტი მზად გქონდეს – მორიელი პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ეს რჩევა თვალსაჩინო მაგალითია იმ ფილოსოფიის, რომელსაც მეტ ნაკლებად ყველა მორიელი ბოსი ემორჩილება. მორიელი ქვეყნიერებას სიცოცხლის საიდუმლოთა ასახსნელად მოევლინა. ამიტომ ყველაფერი აინტერესებს, რაც ასე თუ ისე მასთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ გამონაკლისს არც მისი ხელქვეითების საიდუმლოებანია. საკმარისია თვალებში ჩაგხედოთ, რომ მიხვდება რა შეგემთხვათ გუშინ და თუნდაც ერთი კვირის წინათაც კი. თანაც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც კი. აქედან გამომდინარე , გირჩევთ თუ რაიმე გაქვთ დასამალი, მორიელ უფროსთან არ იმუშავოთ. იგი მაინც გამოაგაშკარავებთ.
სამაგიეროდ, მორიელი სხვა უფროსებზე მეტად გაგიგებთ, შეაღწევთ თქვენს სულში, მიგიხვდებათ გუნება განწყობილებას, დაგეხმარებათ ძნელბედობის ჟამს. სხვა უფროსებისგან განსხვავებით, თქვენს მიმართ გულგრილი არ დარჩება, ვინაიდან კარგად უწყის, რომ თქვენი ცუდი და კარგი განწყობილება პირველ რიგში თქვენს სამუშაოზე აისახება.
მორიელზე უკეთ საკუთარი ჭეშმარიტი ზრახვების დამალვა არავის შეუძლია. ამასთან გარეგნულად სრულ სიმშვიდეს შეინარჩუნებს. ასეთი პრაქტიკის წყალობით ბრძოლიდან სულ გამარჯვებული გამოდის, ვინაიდან ასეთ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან თავდასხმას არავინ ელის. როცა მტერს ჰგონია, ამ ფლანგზე ყველაფერი რიგზეაო და ყურადღება სხვა მხარეს აქვს მიმართული, მორიელი ზუსტად გათვლილი დარტყმას აყენებს და მიზანს აღწევს.
ის თანამშრომლებს საგულდაგულოდ არჩევს და პირად სიმპატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ესიმპატიურებით ყურადღებით მოეკიდება თქვენი დაწინაურების საკითხს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. ხოლო თუ ასეთთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, უბრალოდ მის სამსახურში ყოფნაზე არც იოცნებოთ. თუკი მის მოსვლამდე მიგიღოთ სხვამ, აუცილებლად მოგიშორებთ თავიდან, თანაც ამას ძალიან ოსტატურად მოახერხებს. თქვენ თვითონვე შეამჩნევთ რომ მისთვის არარაობა ხართ და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ეს ყოფა ყელში ამოგივათ, სხვა სამუშაოს ძებნას დაიწყებთ. მშვენიერი ტაქტიკაა, არა?
აუცილებელი არ არის,მორიელი უფროსი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. სავარაუდოდ ვერც დრაკულას ან სხვა რომელიმე ცნობილ მონსტრსაც ვერ მიამსგავსებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. საშუალო გარეგნობის მორიელსაც კი შეუძლია დაგიმორჩილოთ და მოგაჯადოვოთ. სულ მალე ვერავინ დაგარწმუნებთ რომ ქვენს უფროსზე კეთილი, ჭკვიანი და ნიჭიერი არავინაა.
მაგრამ კომპლიმენტებით არავითარ შემთხვევაში არ შეამკოთ. სიყალბე და მლიქვნელობა იმდენად აღიზიანებს, რომ აუცილებლად რაიმე ფარულ ჩანაფიქრში დაგადანაშაულებთ. ასე რომ თავშეკავებულობის გამოჩენა გმართებთ. მით უმეტეს, რომ ამისკენ თავად მოგიწოდებთ.
ხელქვეითებთან შეჯახებისას ემოციურობას იშვიათად ავლენს., ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საქმე მისგან უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს და როცა სხვა ხერხით ვერაფრით გაგაგებინებთ, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ როცა სიტუაცია სტაბილური ხდება, თქვენ წინაშე კვლავ მშვიდი და აუღელვებელი უფროსი წარსდგება.
ნუ ეცდებით მის ჯობნას ან დაჩრდილვას, მიუხედავად იმისა რომ თავის გამოსაჩენად სხვა ნიშნებივით არ ხტის, მას ლიდერობა ძალიან უყვარს და მის წინ გახტომას არ გაპატიებთ, მოერიდეთ მის წყენინებას, ამას შესაძლოა სამსახურის კი არა ჯანმრთელობის დაკარგვაც მოჰყვეს. სამაგიეროდ კეთილმოსურნეობასა და ლოიალობასაც ასეთვე წარმატებით დაგიფასებთ.
ლინდა გუდმენი