მორიელი – ანტი-ჰოროსკოპი
ეს ნიშანი აერთიანებს ადამიანურ ვნებებს და მანკიერებებს, მისი წარმომადგენლები ყველაზე აუტანელ ადამიანებად არიან მიჩნეულნი. ღრიანკლების ძირითადი პრობლემა რადიკალიზმია, არ გააჩნიათ ზომიერების შეგრძნება. მათთვის არ არსებობს საშუალო ტონები, მხოლოდ თეთრი, ან შავია. თუ ღრიანკლები ვინმეს ან რამეს მიეჯაჭვებიან, მაშინ სამუდამოდ, თუმცა შეუძლიათ ტკივილის მიყენება მათთვის, ვინც უყვართ. მათ სიძულვილს დამანგრეველი ძალა აქვს. მათი შეფასებები სუბიექტურია, ვერ იტანენ სხვის ნაკლოვანებებს და მათთვის უცნობია მიმტევებლობა. ყოველთვის მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვების აზრის გათვალისწინება, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ . ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს . წინააღმდეგობები ექმნებათ გარშემომყოფთა ურთიერთგაგებისას.
ღრიანკლებს, თუ უარყოფითი გზით მიდიან შეუძლიათ იყვნენ საშიშნი, მოღალატეები, ინტრიგანები, მხოლოდ იმიტომ, რომ ნგრევა მოსწონთ. შეუძლიათ მსხვერპლს ზურგს უკნიდან დაესხან თავს მოულოდნელად. 20 წელიც რომ იყოს გასული, მაინც გადაუხდიან სხვებს სამაგიეროს. შეუძლიათ იყვნენ პათოლოგიური სადისტები და მაზოხისტები ერთდროულად.
ძირითადი ეფითეტები რომლითაც მორიელებს მოიხსენებენ გახლავთ: სარკასტულნი , გულღვარძღლიანი, გესლიანი , ვერაგი. მესაკუთრეობის ძალიან ძლიერი გრძნობა აქვთ. ახასიათებთ თვითგვემა . მათ ავადმყოფურ ეჭვიანობაზე ლეგენდები დადის. ახასიათებთ სექსუალური გადახრები.
ღრიანკლების უარყოფითი თვისებები – წყენიანი, ბოღმიანი, შურის მაძიებელი, სასტიკი, დაუნდობელი, ჯიუტი, საშიში, პატივმოყვარე, მესაკუთრე.
მოამზადა ცისია დონდუამ
4 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
amdeni sisulele ertad jer ar wamikitxavs 😛
ra avadmkopoba
esec emtxveva dziritadad
moorielli vammee 😀 martaliaa yevelferiiii ;))))))))))))))))))))))))))))