ასტროლოგიური მაღაზია

მიკრო და მაკრო სამყარო

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ მრავალფეროვანია და საინტერესო სტრუქტურული შემადგენლობით.

ალბათ, იშვიათად დავფიქრებულვართ, რომ ნებისმიერ მატერიას საკუთარი მიკრო სამყარო აქვს – ქიმიური ელემენტები, მოლეკულები… შიგნით კიდევ ატომები, თითოეულ ატომში – ბირთვი …


ყველაფერი ერთ პრინციპზეა მოწყობილი. ჩვენ, ადამიანებიც დიდი სამყაროს მოდელს წარმოვადგენთ ისევე როგორც ჩვენი შემადგენელი თითოეული უჯრედი…

კოსმოსი მაკრო სამყაროა. მაკრო სამყარო, რომელშიც ჩვენი გალაკტიკა მდებარეობს. მას სპირალის ფორმა აქვს და, ჩვენი მზის სისტემის მსგავსი პლანეტარული სისტემების სახით, მილიონობით ვარსკვლავს აერთიანებს,

უკვე საუკუნეებია რაც მაკრო სამყაროს, ადამიანები, ტელესკოპით ვაკვირდებით, მიკრო სამყაროს კი – მიკროსკოპით…

საინტერესო იცით რა არის? – ორივე მათგანის სტრუქტურული შემადგენლობა და მოქმედების პრინციპი იდენტურია.

მაგალითად, მზის სისტემა მზისგან და მის გარშემო არსებული პლანეტებისგან შედგება. მოლეკულას კი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე ატომი შეადგენს.

სისტემური აგებულება ორივე შემთხვევაში მსგავსია. სრული მსგავსებაა მოქმედების პრინციპის მიხედვითაც. – მზის სისტემაში პლანეტები ქმნიან ორბიტალურ სისტემას და ურთიერთმიზიდულობის ძალით მოძრაობენ ორბიტაზე. იგივენაირად მოძრაობენ მოლეკულაში ატომებიც.

იმოგზაურეთ კოსმოსში ჩვენთან ერთად!
ტემპერატურის ცვლილების ან აფეთქების დროს, მიკრო და მაკრო სამყარო ქაოსურ მოძრაობას იწყებს. რაც ხშირ შემთხვევაში, სისტემების მსხვრევას და გარდაქმნას იწვევს.

მაკრო სამყაროში ამის მაგალითია კომეტები და ასტეროიდები,რომლებიც ვარსკვლავის აფეთქების შედეგად უწესრიგოდ მოძრაობას იწყებენ. ტემპერატურის ცვალებადობა კი მზის შიგნით, დიდი რაოდენობით უწესრიგოდ მოძრავი მასის ამოფრქვევას იწვევს. მოლეკულის შემთხვევაში ტემპერატურის ცვალებადობა განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, წყლის დუღილის დროს მოლეკულები გაცილებით სწრაფად და უწესრიგოდ მოძრაობენ ვიდრე საშუალო ტემპერატურის პირობებში.

ასეთია ჩვენი სამყარო – უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურით, ურთიერთმსგავსებით და მრავალფეროვნებით.

მოამზადა: მისტერ მიდგარმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი