მითოლოგიური პანი – თხის რქა
ერთ ერთი განსხვავება ადამიანებსა და მითოლოგიურ ღვთაებებს შორის ისაა, რომ არ ვიცით წელი როდესაც ღვთაებები დაიბადნენ, თარიღი და თვე კიდევ ხო, მაგრამ წელი უცნობია, თითქოს ამით წარმართული ხანის ადამიანები ღვთაებათა მარადისობაზე მიანიშნებდნენ.
ადამიანების მსგავსად ბერძნული მითოლოგიის ღვთაებები შეიძლება მახინჯებიც, ან დეფექტიანებიც იყვნენ, ეჭვიანები, მხიარულები, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ბერძნული ღვთაებები არიან ადამიაენები, რომლებიც გააღმერთეს როდესღაც, ან კიდევ იმისთვის რომ ზღვარი მათსა და ადამიანებს შორის დარღვეულიყო.
ხშირად ღვთაებები არ ერიდებიან ადამიანებს გაეჯიბრნონ, მიიღონ ორთაბრძოლებში მათი გამოწვევა, ან სულაც იცეკვონ უბრალო მოკვდავებთან ერთად.
ხშირად ხდება ისეც რომ ღვთაებებს, რომლებიც ოლიმპოთი არ კმაყოფილდებიან უყვარდებათ მოკვდავი ადამიანები და მათგან დაბადებული ბავშვების მშობლები ხდებიან.
ასე მაგალითად, დიდი ხნის წინ (როდესაც ღვთების დაბადებასთან გვაქვს საქმე წელი უცნობია) ცხოვრობდა ვინმე გოგონა დრიოპა (ოვიდეუსის მეტამორფოზების მიხედვით ის ეხალიის მეფე ევრიტოსის ქალიშვილი ყოფილა), რომელიც ცხვრებს მწეყემსავდა, ოვიდეუსის მიხედვით მას აპოლონისგან შეეძინა შვილი ამფილოსი, მეორე ვერსიით კი – პანი, ოღონდ ღვთება ჰერმესისგან.
დრიოპა ტყის ნიმფა იყო. აპოლონს სიგიჟემდე შეუყვარდა ის, თუმცა გოგონა გულგრილი იყო მის მიმართ, თვით აპოლონის, რომელიც საბერძნეთში მამაკაცური სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. მაშინ აპოლონმა მიმართა მეთოდს, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ღვთაებები (როდესაც საჭიროების შემთხვევაში ან ძროხად, ან ოქროს წვიმად ან კიდევ სხვა რამედ გადაიქცეოდნენ ხოლმე) და რატომღაც კუდ გადაიქცა.
დრიოპა ქალია, თანაც ცნობისმოყვარე, ისე როგორც ადამიანთა უმეტესობა, ხოდა ხელში აუყვანია ეს კუ, რომელიც უმალვე გველად გადაქცეულა, თუ რაში დასჭირდა აპოლონს მთელი ეს მასკარადი, მალევე გაირკვა – როდესაც ამ სანახაობით შეშინებული დრიოპას მეგობრები გაქცეულან და მეგობარი მიუტოვებიათ, აპოლონი დრიოპას პირისპირ დარჩენილა. ეს პირველი პანიკური შიში იყო დრიოპას ცხოვრებაში, მეორე მსგავსი განცდა კი მაშინ განიცადა მან, როდესაც ჰერმესისგან საყვარელი ჩვილის მაგივრად ნახევრად თხა ( ჯერ კიდევ ციკანი) ნახევრად ადამიანი (ჩვილი) გაუჩნდა, თანაც გრძელი წვერითა და რქებით, რომელიც დაბადებისთანავე იცინოდა და ხტოდა. ეს იყო ხვთაება პანი. შეშინებულ დედას ჩვილი მიუტოვებია, მზრუნველმა მამა ჰერმესმა კი კურდღლის ტყავში გაახვია ახალშობილი და ოლიმპოზე აიყვანა, რათა ღვთაებებისთვის ეჩვენებინა თავისი ძე.
ოლიმპოს ღვთაებები მხიარული ჩვილით აღფრთოვანებულან და თავისთან დაუტოვებიათ. თუმცა პანს დედის გენებიც გადმოყვა (დრიოპა ხომ ერთ ერი ვერსიით ცხვრებს მწყემსავდა) და უდარდელ ღვთებრივ ცხოვრებას მწყემსობა არჩია. ის უკრავდა სალამურზე, ცეკვავდა ნიმფებთან ერთად, ტყეში ცხოვრობდა, სიცხოს დროს თავს გამოქვაბულს აფარებდა, ამბობენ, როდესაც პანი ისვენებს, არ უნდა შეაწუხო, თორემ პანიკურ შიშს მოგგვრისო. შეშინებული ადამიანი დაბნეული გარბის და შესაძლოა სადმე გადაიჩეხოს კიდეცო! შესაძლოა სალამინისა და მარათონის ბრძოლების დროსაც სპარსელებმა პანის მყუდროება დაარღვიეს და გაბრაზებულმა ღვთაებამ პანიკური შიში მოჰგვარა სპარსელებს, რის გამოც ბერძნებიც ძვ.წ.აღ. 490 წლის გამარჯვებას პანს მიაწერენ. სიტყვა ,,პანიკაც,, – სწორედ ამ ღვთაების სახელიდან მომდინარეობს.
პანის ქართული პარალელები
ეს პანი, რაღაცით, ჩვენს ოჩოკოჩს ჰგავს. მეგრული წარმოშობის ოჩოკოჩსაც (ანუ ადამიანი თხა, ვაცი) პანის მსგავსად რქები აქვს (ერთი ვერსიით მკერდზე, მეორე ვერსიით თხის მსგავსად თავზე). ის განსაკუთრებით მონადირეებს ემტერება, ტყეში მიმავალ მონადირეს აედევნება და ეძახის. თუ მონადირე გამოეპასუხა თავს ესხმის, მონადირემ თოფი უნდა ესროლოს!
თუ ოჩოკოჩი დაიჭრა, სისხლისგან იცლება და მონადირეს სთხოვს, რომ მის წამებას ბოლო მოუღოს და კიდევ ერთი ტყვია დაახალოს. ახალბედა მონადირეს გული თუ მოულბა მეორე ტყვიასაც დაახლის და მაშინ ოჩოკოჩი ცოცხლდება და თავს ესმხის, მაგრამ თუ მონადირემ ზედიზედ 30 ტყვია გაარტყა მიზანში, ოჩოკოჩი კვდება.
ანუ პანსა და ოჩოკოჩს შორის განსხვავებაცაა, ჩვენი ოჩოკოჩი მოკვდავია. ოჩოკოჩსაც შეუძლია პანიკური შიში მოჰგვაროს ადამიანს. „ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ..ძველი ხალხის .. თქმით, ღამით თუ ტყეში ძლიერი “ვოო!!” ღრიალი გაისმა – ეს ოჩოკოჩია ნამდვილად“ ირწმუნებიან ისინი. ამასაც კი ჰყვებიან: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, ბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო“.
შეყვარებული პანი და ოჩოკოჩი
ოჩოკოჩს კიდევ ერთი საერთო აქვს პანთან, მასაც შეუძლია სიყვარული, მისი სიყვარულის ობიექტი ტყის დედოფალი, ულამაზესი ღვთაება ტყაშმაფი ყოფილა, რომელთანაც გამოლაპარაკება ასევე არ შეიძლებოდა, წინააჭმდეგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლებოდა ჭკუიდან გადასულიყო. ეს ტყაშმაფი განსაკუთრებით მონადირეებს მფარველობს, რაღაცით ბერძნულ არტემიდას მოგავგონებს, და რა გასაკვირია, რომ ასეთ მშვენიერ ღვთაებას ოჩოკოჩი არ შეყვარებოდა? ამ უკანასკნელს უძალავია მასზე და ტყაშმაფიც მომკვდარა.
ოჩოკოჩის ეს სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს პანისა და ნიმფა სირინგას სიყვარულის ისტორიას. სირინგა სილამაზით არტემიდას უტოლდებოდაო ირწმუნებიან ბერძნული მითები, მასავით მშვილდისარი ეჭირა ხელში და ხშირად ეშლებოდათ არტემიდეშიო. პანს უსაზღვროდ შეუყვარდა ეს სირინგა და გამოკიდებია, სირინგა გაქცეულა და მდინარის ღვთაებისთვის უთხოვია გადამარჩინიეო, ამ მდინარის ღვთაებასაც ლერწმად უქცევია ის. პანმა ვერაფერს რომ ვერ მიაღწია და იხილა რა ლერწმად ქცეული სიყვარულის ობიექტი, მოჭრა ეს ლერწამი დამისგან სალამური გააკეთა.
პანი-ფავნუსი
რომში პანს ფავნუსის სახელით სცემდნენ თაყვანს და ყოველ წელს, 15 თებერვალს, მასთან დაკავშირებულ დღესასწაულ ლუპერკალებს აღნიშნავდნენ (მგლებისგან დამცველი ღვთების საპატივცემულოდ), ამ დღეასწაულზე ფავნუს თხებს სწირავდნენ ( საქართველოშიც გავრცელებული იყო და ზოგან დღესაც არის გავრცელებული თხის შეწირვა, ოღონდ რთველის დროს), რის შემდეგაც ლუპერკალები მთელს რომში დარბოდნენ და შემხვედრ გაუთხოვარ, გათხოვილ, ან დაუოჯახებელ მამაკაცებს ქამარს ურტყამდნენ (მსგავსი ტრადიცია 20 საუკუნემდე ქართულ ბერიკაბაშიც შემორჩენილი ყოფილა).
პანი – ფავნუსი თხის რქა
ამ პანმა ფავნუსმა ასახვა ზოდიაქოს ნიშან ,,თხის რქა,,-ში ჰპოვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ცის კაბადონზე.
პანი-ფავნუსის ხასიათი ასახულია თხის რქის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანების ხასიათშიც, ასე მაგალითად, როგორც პან-ფავნუსს თხის რქებსაც შეუძლიათ უგონოდ სიყვარული, ისინი ირჩევენ ერთს და შეუძლიათ მასთან ყოფნა მთელი ცხოვრება, რთულად იტანენ და განიცდიან მეორე ნახევართან დაშორებას.
პან-ფავნუსს განმარტოება უყვარს, ღლის მუდმივი ხმაური, დიდი კომპანიები, თუმცა სიამოვნებით კი ერთვება მასში, მაგრამ მაინც მარტოობას ანიჭებს უპირტესობას, არ ივიწყებს წყენას და შეუძლია შურისძიება. როდესაც ისვენებს, ანუ ფიქრობს, სჯობს არ შეაწუხოთ, თორემ მის რისხვას დაიმსახურებთ.
პანი-ფავნუსი ლიდერია, უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მოერიდება არაფერს, რათა თავისი უპირატესობა დაამტკიცოს, დაამტკიცოს თავისი ნიჭი, ისევე, როგორც პანი არ მოერიდა მუსიკოს დუელში აპოლონის გამოწვევას, ისევე თხის რქებიც არ ერიდებიან ძლიერთა ამა ქვეყნისებთან შეპაექრებას. შესაძლოა მიზანს ვერც მიაღწიონ, მაგრამ თხის რქებზე, ისევე როგორც პანის და აპოლონის პაექრობაზე, დიდხანს ისაუბრებენ.
თხის რქის სიმბოლო
ყველასთვის ცნობილია თხის რქის სიმბოლო – თევზის კუდიანი თხის გამოსახულება. ერთ ერთი ლეგენდის თანახმად პანი მდინარის პირას ერთობოდა, როდესაც უეცრად თავს ურჩხული, ასთავა ტიფონი დაესხა, რომელიც ტარტარისა და გეას შვილი იყო. შეშინებული პანი გადასარჩენად წყალში გადახტა და უცბად მოხდა სასწაული! – მისი უკანა ფეხები თევზის კუდად გადაიქცა, თავი კი თხის დარჩა.
პანი და თბილისი:
თბილისი, ინგოროყვას 6. ეკუთვნოდა ბანკირ იუზბაშევის 1887 წელს, არქიტექტორ შინკევიჩის აშენებული სახლის ფასადზე განთავსებულია ღვთაება პანის სკულპტურა.
ზოგიერთი ადამიანი ამ სახლის მისტიურობზე საუბრობს. დღესდღეობით ამ სახლში არავინ ცხოვრობს.
ქუჩის მხრიდან სახლს 6 ფანჯარა აქვს. მისი ნომერია 6.
ბევრის მტკიცებით, ამ სახლში ვინც დასახლდა ვერავინ გაიხარაო.
რაც შეეხება სახლის მისტიურობას – ეს არის ერთადერთი შენობა, სადაც ღვთება პანია გამოსახული, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თესავს პანიკას. თბილისელებმა ის, როგორც ეშმაკის გამოსახულება, ისე აღიქვეს, ანუ პანმა ამჯერად უკვე თბილისელებიც დააპანიკა.
ვლას ვაწაძე