Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარის ქვის მისტიკური თვისებები

ეს არის მოცისფრო ქვა, რძისფერი და ღია ოქროსფერი ტონებით. სინათლის ანარეკლი საოცარ ფერებს ქმნის მასში, სინათლე იბადება მინერალის სიღრმისეულ შრეებში და ულამაზესი ათინათის სახით ირეკლება ზედაპირზე.

ნამდვილი, მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე მინერალი საკმაოდ იშვიათი და ძვირია. დღეს ბაზარზე გვხვდება სინთეტიკური ანალოგებიც და შედარებითი დაბალი ხარისხის, თუმცა ბუნებრივი მთვარის ქვებიც. ისინი ნახევრად გამჭვირვალე, ან მთლად გაუმჭვირვალეა.

როგორც თილისმა, მთვარის ქვა მფლობელში აძლიერებს მთვარის ისეთ თვისებებს, როგორიციაა: ემოციურობა, თავდაცვის ინსტიქტი, მშობილური კერიის სიყვარული, ამძაფრებს ცვლილებების განხორციელების სურვილს. აუმჯობესებს მეხსიერებას. როგორც თილისმა რეკომენდირებული არაა საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჟირვეული ადამიანებისათვის.

მთვარის ქვა განსაკუთრებით ძლიერია ახალ მთვარეობის ჟამს. ახალ მთვარეობისას ის ივსება განსაკუთრებული ყინულოვანი ელვარებით, ადამიანებში კი ძლიერდება მეოცნებეობა, სინაზე, სიკეთე, არბილებს ქედმაღალი და ამპარტავანი ადამიანის ქცევებს.

ის მფლობელს ანიჭებს სიფრთხილესა და კეთილგონიერებას, სიტყვასა და მოქმედებებში ხსნის შინაგან დაძაბულობას. ამბობენ, რომ ეს ქვა ხშირად პატრონს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაშიც. თუკი არ იცით, როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, უნდა აიღოთ ქვა, დაელოდოთ მთვარის გამოჩენას და როდესაც ქვა მთვარის სხივებში გაეხვევა, მთელი ყურადღება გადაიტანეთ მოსაგვარებელი პრობლემისაკენ, იფიქრეთ მასზე და ქვა „გიკარნახებთ“, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

თილისმური თვისებებით საკმაოდ ძლიერ ქვას ამულეტად იშვიათად იყენებენ. ითვლება, რომ მთვარის ქვას აქვს მცირედ მაჰიპნოზირებელი თვისებები და ამიტომ ის კარგია ეპილეფსიისა და თირკმელების ჭვალის დროს.

მთვარის ქვას, სხვანაირად სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, როგორც სიყვარულის თილისმა, ის, მფლობელს ანიჭებს სულიერ სიმშვიდესა და ფსიქიკურ წინასწორობას, აძლევს უნარს, ლამაზად და ზუსტად გამოხატოს თავისი აზრები. ასევე, აჯილდოვებს სამყაროსა და ადამიანების სიღრმისეული აღქმის უნარით.

ითვლება, რომ ეს ქვა ადამიანს აკავშირებს ყოველივე ამაღლებულთან, იქნება ეს პოეზია, ფერწერა, თუ ხელოვნების სხვა სახე.

ურთიერთობებს სძენს მეტ რომანტიზმს და შეყვარებულებისათვის მოაქვს ურთიერთნდობა, თანხმობა, ურთიერთგაგება, ნახევარ სიტყვაში, ან სულაც უსიტყვოდაც კი. ეს საოცარი ქვა რეაგირებს კიდეც, წყვილს შორის ურთიერთობის გაციებისას – მან შეიძლება დაკარგოს ფერი, ბრწყინვალება და გახდეს მქრქალიც კი.

სავსე მთვარეობისას მთვარის ქვა სავსეა ფერებით, უფრო ელვარეა და ითვლება, რომ განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, სავსე მთვარეობისას დაბადებულ ადამიანებზე. მთვარის ქვა აუცილებლად ვერცხლის ბუდეში უნდა ატაროთ (ბეჭდის, სამაჯურის, გულსაკიდის თუ ნებისმიერი სხვა სახით).

ორშაბათობით ქვა განსაკუთრებით ეხმარება სასიყვარულო კონფლიქტების მოგვარებაში მფლობელებს, რადგანაც ორშაბათს მთვარე მართავს. ის ასევე, კარგი მფარველია ფეთქებადი ადამიანებისათვის, რამდენადაც, მატებს მათ განსჯის უნარს და არ აძლევს მათ უფლებას, ამოაფრქვიონ მთელი ენერგია ერთ წამში. მთვარის ქვა შესანიშნავად იცავს უსიამოვნო ადამიანების აურისაგან და ასუფთავებს კიდეც, პატრონის ენერგეტიკულ სივრცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატრონი ხშირად ელაპარაკება ქვას.

უხეში ხასიათის ადამიანებისათვის, რომლებიც არ ცდილობენ ხასიათის შეცვლას, მთვარის ქვა, პრაქტიკულად გამოუსადეგარია, თუმცა დადებით გავლენას ახდენს მათზე, ვინც ცდილობს თავისი ხასიათის ამ მძიმე შტრიხის გამოსწორებას. ეს ულამაზესი ქვა მფლობელს ხდის ბევრად უფრო მიმზიდველ, მომხიბვლელ და დახვეწილს, სძენს შეუდარებელ შარმს და აძლევს ძალას, რომ იყვნენ ბევრად თავდაჭერილნი, ძალიან უსიამოვნო სიტუაციებშიც კი.

მოამზადა ნინო კევლიშვილმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი