ასტროლოგიური მაღაზია

მთვარის კვანძები სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუ-ვრონსკიმთვარის კვანძები არის აბსტრაქტული ცნება ასტროლოგიაში და ასტრონომიაში. ჰოროსკოპის რუქებზე მათ გააჩნიათ კონკრეტული ადგილი ზოდიაქოს ნიშნებში და სახლებში, გააჩნიათ საკმაოდ კონკრეტული განსაზღვრება და მნიშვნელობა. ისინი გამოითვლება და განისაზღვრება ყოველდღიური ეფემერიდების მიხედვით. მთვარის კვანძები აქცენტს აკეთებს ჰოროსკოპის ყველა კომპონენტზე: იმ ზოდიაქოს ნიშნებზე და სახლებზე, სადაც არიან განლაგებული, იმ პლანეტებზე და ჰოროსკოპის სხვა ელემენტებზე – რომლებთანაც არიან შეერთებაში ან აკეთებენ ზუსტ, ძლიერ ასპექტებს.

მთვარის კვანძი მხოლოდ ორია – აღმავალი (ჩრდილოეთის) და დაღმავალი (სამხრეთის). პირველზე მოქმედებს იუპიტერი, მეორეზე – სატურნი. პირველი (რახუ) მიუთითებს კეთილსასურველ შეხვედრებზე და საერთო წარმატებაზე, მეორე (ქეთუ) – კავშირებზე და კონტაქტებზე, რომელმაც შესაძლოა ადამიანს მოუტანოს მწუხარება და სევდა, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, დანაკარგები. აღმავალ კვანძს (რახუ) უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა დავამყაროთ კონტაქტი ძალიან ხანგძლივ დროზე გათვლილი, თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მაგ: ქორწინება, ან ხანგრძლივი საერთო საქმიანობა, თანაავტორობა. რასაკვირველია ყველა ამ შემთხვევაში უნდა ავარიდოთ თავი დაღმავალი (ქეთუ) კვანძის მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა, წყენა, უსიამოვნებები, იმედგაცრუება, განქორწინება, დაქვრივება, გაკოტრება, ნგრევა, განშორება. მთვარის კვანძები ამღავნებენ თავის გავლენას შემდეგ გარემოებებში, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: 1) როდესაც შეერთებულია რაიმე პლანეტასთან მისი ორბის მოქმედების ფარგლებში 2)როდესაც შეერთებულია ჰოროსკოპის რაიმე ელემენტთან ორი გრადუსის ფარგლებში 3) როდესაც შეერთებულია რომელიმე ფიქსირებულ ვარსკვლავთან 1 გრადუსის მანძილზე 4) როდესაც ისინი მდებარეობენ კარდინალურ სახლებში კლასიკურ რუქაზე ( 1–ლი, მე–4, მე–7, მე–10) ყველა დანარჩენ შემთხვევაში მათი გავლენა უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული მკაცრი მეცნიერული კონტროლით. მთვარის კვანძები ასტროლოგიაში გვიჩვენებენ ადამიანის ინკარნაციის გზას, ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანის სულიერი განვითარების გზას, რომელიც დაკავშირებულია მის კარმასთან. ეს არის გადაკვეთა წარსულის(მთვარე), აწმყოსი (დედამიწა) და მომავლის (მზე). მთვარის კვანძები უხილავი ძაფებით აკავშირებენ ერთ ინკარნაციას მეორესთან. დაღმავალი კვანძი (ქეთუ), რომელსაც აქვს ლარნაკის (Ваза) ფორმა, წარმოადგენს ჭურჭელს მთვარისთვის, რომერშიც მოგროვებულია ყველაფერი, რაც ადამიანმა დააგროვა წინა ინკარნაციების განმავლობაში, აღმავალი (რახუ) მიგვითითებს მოცემული ინკარნაციის სწორ გზაზე, რომელსაც უნდა მივყვეთ, რომ გამოვისყიდოთ ჩვენი კარმა ან შევიმსუბუქოდ. მთელი ჩვენი ცხოვრება ტრიალებს ამ ორი კვანძის ღერძის გარშემო.

დაახლოვებით ყოველ 18,5 წელიწადში კვანძები ბრუნდებიან თავის საწყის ადგილზე და გვაძლევენ შესძლებლობას გავთავისუფლდეთ ან შევარბილოთ ჩვენი კარმა, რეალიზაცია მოვახდინოთ ცხოვრების იმ სფერიში, რომელზეც მიუთითებს კლასიკური რუქის სახლი სადაც განლაგებულია აღმავალი კვანძი, გამოვასწოროთ ის, სადაც შევცოდეთ წინა ცხოვრებაში. ამ პერიოდში ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა განთავისუფლდეს თავისი კარმისგან და დაადგეს პროგრესის და ევოლუციის გზას. მაგრამ ეს ხდება იშვიათ შემთხვევაში. ადამიანების უმრავლესობას არ ჰყოფნის არც ძალა, არც ენერგია, ხშირად კი სურვილიც განთავისუფლდეს დაღმავალი კვანძის ხიბლის მარწუხებისგან, რომელსაც ასე მიეჯაჭვნენ წინა ცხოვრების განმავლობაში. ეს კი ნიშნავს აღმავალი კვანძის მიერ მითითებული გზიდან გადახვევას და გაქცევას – ანუ უარის თქმას მოცემული ცხოვრების პროგრამის შესრულებაზე , რომელიც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ინკარნირების წინ. ჩვენ არ გვყოფნის სიმამაცე, გამძლეობა და დაჟინებულობა ვებრძოლოთ გამოცდებს, რომელთა გადალახვა საშუალებას მოგვცემდა წინ წავწეულიყავით. მაგრამ ბუნების, კოსმოსის და სამყაროს კანონები ბრძნულია – ყოველ 18–19, 37–38, 56–57,74–75,94–95 წლებში ჩვენ გვეძლევა საშუალება ისევ დავფიქრდეთ ამაზე და განვთავისუფლდეთ კარმული ნარჩენებისგან და ამისთვის გამოვიყენოთ წინა და ამ ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილება და ინფორმაცია.

აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ პროცესიების ცხრილის მაჩვენებლები. დაღმავალი კვანძი (ქეთუ) არის წინა ცხოვრებების გასაღები. ბუღალტრული ბალანსი, პასივები რომლებმაც გადაგვაწყვეტინა ამჟამინდელი ინკარნაცია. წარსული გვახსოვს მხოლოდ ქვეცნობიერში, თუმცა ის შესისხლხორცებული გვაქვს და მყარად ვუჭერივართ თავის მარწუხებში. ზოგიერთისთვის ეს არის ძალაუფლების ან ტერიტორიების მოპოვება, რომლის დაკარგვაც არ გვინდა, სხვებისთვის –”ორმოცი ტომარა” დაგროვილი შეცდომები და ცოდვები, რომლისგანაც ასევე არა გვაკვს სურვილი ან შესაძლებლობა რომ განვთავისუფლდეთ. ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდებოდნენ გაცნობიერებულად მიეღოთ ეს ბალანსი, შეესწავლათ, გაეანალიზებინათ ის ძალიან ცოტაა და ბუნება სწორად იქცევა, როდესაც ჩვენს მეხსიერებაში წარსულს ბურუსში ხვევს ან საერთოდაც გვავიწყებს.

ხშირად ჩვენ ვხვდებით ადამიანებს რომლებიც გვეჩვენება დიდი ხნის ნაცნობები, თუმცა მათ პირველად ვხედავთ, ან სხვა ქვეყანაში, ქალაქში ჩასვლისას ვიწყებთ რაღაცეების გახსენებას და ა.შ. როგორც წესი ამ ცხოვრებაში ჩვენ ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა გვქონდა წინა ცხოვრებების განმავლობაში. .ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე – ეს არის დანტეს განსაწმენდელი, სადაც გვეძლევა საშუალება განვთავისუფლდეთ წარსულისგან, დაგროვილი ნაგვისგან და გადავცეთ ჩვენი თავი სინდისის სასამართლოს. დაღმავალი კვანძი – ჩვენი სულის სარკეა, რომელიც ყოველთვის სუფთა უნდა გვქონდეს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი ჭეშმარიტი დანიშნულება ამ ცხოვრებაში. აღმავალი კვანძი მიუთითებს ამ ეტაპზე გაწმენდის გზებზე და ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე , რომელსაც ერთბაშად არ მიიღებს ჩვენი ცნობიერება, მაგრამ ჩვენ ეს ვიცოდით ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე, რამეთუ ჩვენ თვითონ მოგვწონდა, ავირჩიეთ და დავეთანხმეთ.

აღმავალი კვანძი უჩვენებს ჩვენს სულს მომავლის გზას, სულიერი ზრდის გზას, გზას პროგესისა და ევოლუციისაკენ. კოსმოსის კანონების მიხედვით ჩვენ ბოლოს და ბოლოს მაინც მივალთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრამ ყოველი, ცალკეული ადამიანისათვის ამ გზას სხვადასხვა სიგრძე ექნება. ვიღაცისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო გაგრძელდება ერთი–ორი ინკარნაციის განმავლობაში, ვიღაცისთვის – რამდენიმე ინკარნაციაში. რაც უფრო ადრე და სწრაფად გავაცნობიერებთ ჩვენ ჩვენს წინა შეცდომებს და შევეცდებით აღარ გავიმეოროთ ისინი აწმყოში და მომავალში, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ ჩვენს მიზნამდე.

სერგეი ვრონსკი. (ასტროლოგი და ექსტრასენსი, ქირურგი და ფსიქოთერაპევტი,მედიცინის და ფილოსოფიის დოქტორი, მედიუმი,პოლიტოლოგი, НКВД–ს პატიმარი.)

მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები