მთვარე
მთვარე ყველა ციურ სხეულზე სწრაფი პლანეტაა. მას 28 დღე სჭირდება ზოდიაქოს ციკლის გასავლელად და 2 ნახევარ დღეს ატარებს თითო ნიშანში.
დედამიწიდან 384 000 კილომეტრითაა დაშორებული.
წყლის ელემენტია. ცივი ტენიანი ბუნება აქვს.
მართავს: კირჩხიბს და ეგზალტირებულია კუროში.
მოქმედებს: კუჭზე.
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი.
ხასიათი: ემოციურობა, პასიურობა, ინსტიქტურობა, ნერვიულობა, ამორფულობა.
ის ქალური საწყისია და წარმოადგენს დედის, ცოლისა და ხალხის ხატს.
ის წარმოადგენს ქვეცნობიერს და მოქმედებს ინდივიდის მგრძნობიარობასა და ემოციურობაზე.
მთვარე ნაყოფიერების, ქალურობის, წარმოსახვის, მეხსიერების ნიშანია (თუმცა მის ნაკლებობაზეც შეიძლება მიუთითებდეს, გააჩნია ასპექტებს რუკაზე). მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის ბუნებაში და გამოხატავს მის ქალურ სტატუსს და ზოგადად ქალურობას.
კაცის რუკაზე შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გამოხატავს დედის ხატს, მისი ქალის იდეალს. მთვარე ღამის მნათობია, ამიტომ ოცნებასთან, ქვეცნობიერთან, სუბიექტურობასთან, განწყობილებებთან, წარსულთან, ნოსტალგიასთან და ამავდროულად ზარმაცობას, დაუდევრობასა და ჭირვეულობასთანაა კავშირში. ყველაზე მეტად კი ბავშვებზე მოქმედებს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ნასწავლი ინსტიქტების მართვა და ძალიან არიან დამოკიდებული დედებზე.