ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე ქალწულში

მთვარეაქ მთვარე მიწის სტიქიაში იმყოფება. მთვარის ამ განლაგების ადამიანები გამოირჩევიან ინტელექტუალურობით, რაციონალურობით, ყურადღებიანობით, ტაქტიანობით, პუნქტუალურობით, დიპლომატიურობით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, პრაქტიკული გონებით და მეგობრულობით.

დაზიანებული მთვარის შემთხვევაში მათ ხასიათში ვლინდება, უგუნებობა, ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში, გადამეტებული თავმოყვარეობა, ამპარტავნება, სიძუნწე, პირფერობა, მეწვრილმანეობა, ტყუილებისაკენ და განმარტოებისაკენ მიდრეკილებია, საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება და სისუფთავის მიმართ გადამეტებული სიყვარული.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უნარი აქვთ მცირედი დეტალიც კი შენიშნონ, რაც მათ უპირატესობას აძლევს ისეთ პროფესიებში სადაც სიზუსტე და წვირლმანებში ჩაძიებაა აუცილებელი. ისინი არაჩვეულებრივი გამომძებლები, პროგრამისტები, მეცნიერები და ქირურგები გამოდიან. ისინი სამყაროს არა ერთ მთლიანობად, არამედ მცირე დეტალებისაგან შემდგარად აღიქვამენ. ისინი საკუთარ თავსაც როგორც ჭანჭიკს დიდ მექანიზმში, ისე ხედავენ და მიაჩნიათ რომ „ჭანჭიკმა“ მთელი მექანიზმის გამართული მუშაობისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა იმუშაოს.

როგორც წესი, მათ არ უყვართ და რცხვენიათ კიდეც საკუთრი გრნობების გამოვლენის. საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულს და მზრუნველობას ავლენენ მხოლოდ ფიზიკური დახმარების ფორმით და არამც და არამც გრძნობებით. ისინი უმეტესაც გარეგნულად ცივები არიან, თავშეკავებულნი და უკარებანი. საპირისპირო სქესის მიმართაც უმეტესად სიცივეს ავლენენ. ოჯახურ გარემოს საკუთარ სამეგობრო წრეში ყოფნა ურჩევნიათ და თავი ყველგან და ყოველთვის ღირსეულად უჭირავთ.

მთვარის ეს განლაგება ადამიანებში ყველაფრის მიმართ უკამოყილობის განცდას იწვევს. მათში ღრმად ზის კრიტიკოსი, რაც ართულებს საზოგადოებასთან თანაცხოვრებას. მათ უნდა ისწავლონ ადამიანებთან რბილი და ჰარმონიული ურთიერთობა და ასევე უნდა დაწიონ მაქსიმალიზმი გარშემომყოფებსა და საკუთარი თავის მიმართ.

ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ სწორ კვებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს და ზოგადად ჯამრთელობას, მაგრამ თუ დაავადნენ – მათ უმეტესად პრობლემები შეიძლება შეექმნათ კოლიტის, ენტერიტის, დეზინტერიის, კუჭის აშლილობისა და აპენდიციტის სახით. მსხვილი და წვრილი ნაწლავის ზონა ძალიან სუსტი აქვთ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ სწორი დიეტის შერჩევას.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი