მთვარე პირველ სახლში
მთვარის მდებარეობა პირველ სახლში მიუთითებს ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი ინტერესზე. ასეთი ადამიანები ხშირად იმყოფებიან შთაბეჭდილების ქვეშ. ახასიათებთ არასტაბილურობა – ემოციებში, გრძნობებში, ინტერესებსა და საქმიანობაში. ასეთი ადამიანები, როგორც შინაგანად ასევე, გარეგნულად ძალიან მგრძნობიარენი არიან . ხანდახან საკუთარი თავის გაგებაც კი უჭირთთ. სამყარო მათთვის (მათი ხედვით) ამოუცნობია, ხანაც მავნეა და ფათერაკებითაა სავსე.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ განვითარებული ინტუიცია და განწყობის ხშირი ცვალებადობა. ყოველგვარ მოვლენაზე რეაგირებენ ემოციურად, შეიძლება მიიღონ ალოგიკური გადაწყვეტილებები და განსაჯონ არათანმიმდევრულად, მაგრამ მიუხედავად ასეთი ცვალებადი ხასიათისა, საზოგადოებაში მუდმივი პოპულარობით სარგებლობენ, რასაც ხელს უწყობს მათი კომუნიკაბელურობა, ვინაიდან ადვილად შედიან კონტაქტში, არ უჭირთ ურთიერთობის დამყარება. (მეგობრებად ძირითადად მანდილოსნებს ირჩევენ).
ისინი გურმანები არიან. უყვართ გემრიელად ჭამა, თუმცა არანაკლებ გემრიელი კეთება გამოსდით. დამოკიდებულნი არიან საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე. ყოველი ფიქრი და გრძნობა სახეზე ეხატებათ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ არასოდეს მოერიდონ გრძნობების გამოხატვას, რასაც ისინი შეიძლება ე.წ. „სისუსტედ“ თვლიდნენ.
აუცილებელია, რომ ასეთმა ადამიანებმა ისწავლონ, შეძლონ სასურველისა და შესაძლებელის, უბრალო კაპრიზისა და ნამდვილი მოთხოვნილებების შეთავსება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს იმდენი კაპრიზი გამოაჩნდებათ, რომ ისინი შთანთქავენ მათ პიროვნებას და არ მისცემენ საუკეთესო თვისებების წარმოჩენის საშუალებას.
ნუ ცდილობთ სხვათა დარწმუნებას და საკუთარი თავის მოტყუებას, ნუ იცქევით ისე, თითქოს სულაც არ გინდოდეთ იმის მიღება, რაზეც საუბრობდით. თქვენ უნდა შესძლოთ საკუთარი სურვილების შეჩერება.
გახსოვდეთ, რომ სურვილი არ უნდა იყოს უმთავრესი–არ უნდა გადაფაროს სულიერი მოთხოვნილებები. აუცილებელია, რომ შეწყვიტოთ ფსიქიკაზე ზეწოლა. იყავით აქტიური, კომუნიკაბელური, მამაცი, გამბედავი, პირდაპირი და გახსნილი. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, ოღონდ ნუ ეცდებით სხვათა გადაფარვას, ძალადობრივი (ან სხვათა ჩაგვრის გზით) წარმატების მიღწევას. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საზოგადოების მხრიდან კეთილ დამოკიდებულებას და თქვენს პუპულარობას, აკონტროლეთ ხასიათის ცვალებადობა, ეცადეთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და გული დაუდოთ–მთელი გულით მოეკიდოთ ახალ საქმიანობას. (ისწავლეთ თვითკონტროლი).
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ