Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე – ორსულობის მეორე თვე

ეს თვე მთვარის ზეგავლენის ქვეშ მიმდინარეობს. მთვარე საფშვინველის სიმბოლოა. ეს ყველაზე ემოციური, იდუმალი და ამოუცნობი თვეა მთელი ორსულობის მანძილზე. ასტრალური ფლუიდები გაიძულებთ მედუზასავით რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ შინაგან და გარეგან გამღიზიანებელზე. ამ თვეშ ყალიბდება ადამიანის ქვეცნობიერი და ყველა თვისება, რომელიც ქალურ საწყის „ინს“ უკავშირდება.

ფორმირდება ყველა მომავალი ორგანოს ჩანასახი. პირველი ორი თვის განმავლობაში, მთვარისა და მზის ზეგავლენის ქვეშ ყალიბდება ქალური და მამაკაცური საწყისი. მთვარე მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, ტვინზე, მკერდზე, მუცელზე და სხეულში არსებულ ნებისმიერ სითხეზე.

ის მართავს ემოციებს და დებს უპირობო რეფლექსებსა და ინსტინქტებს. ასევე ზრდის დაავადებების წარმოქმნის რისკს ამიტომ არის რომ მეორე თვეშიგანსაკუთრებით უნდა ერიდოთ ინფექციებს, წამლებსა და მომწამვლელ ნივთიერებებს. ყურადღებით იყავით პროდუქტის შეძენისას, იკვებეთ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, მოერიდეთ დიეტას და ექიმთან შეთანხმებით მიიღეთ სითხე.

არ გაეკაროთ ალკოჰოლურ სასმელს, და ნუ მოწევთ სიგარეტს რადგან ეს ბოლი მყარად ჩაჯდება თქვენი შვილის ქვეცნობიერში. მეორე თვე არის „მეორე მეს“ ჩამოყალიბების პერიოდი ადამიანში. იქმნება მისი დამოკიდებულება გვართან, ტრადიციებთან, ბუნებასთან, დედასთან, ქალებთან.

ნუ გამოხატავთ უარყოფით ემოციებს და გაღიზიანებას. შეეცადეთ ირგვლივმყოფთაც შეაგნებინოთ რომ მხოლოდ დადებითი ემოციები და ღიმილი გჭირდებათ. მთვარე ასტრალური საიდუმლოებების პლანეტაა. ის დებს ადამიანში კარმულ პროგრამას. ამიტომ ყოველი აზრის კონტროლი და მხოლოდ დადებითზე აქცენტის გაკეთება გმართებთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი