ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე მშვილდოსანში

მთვარემთვარის ამ განლაგებისას დაბადებული ადამიანები არიან რელიგიურები, სულიერები, მორალურები, სამართლიანები, დიპლომატიურები, ოპტიმისტები, დამოუკიდებლები, გულიანები, სენტიმენტალურები, კეთილშობილები, სტუმართმოყვარეები და მდიდარი წარმოსახვის მქონენი. ეს ადამიანები ძალიან კონტაქტურები არიან.

უყვართ პომპეზურ საღამოებზე საზოგადოებაში ტრიალი. მთვარის ეს მდებარეობა ადამიანებს წარმატების შანსებს აძლევს ჟურნალისტიკაში, ლიტერატურაშ, სპორტში, თეატრში, სარეკლამო სფეროში, მედიცინაში და რელიგიაში. ეს ადამიანები ძალიან გახსნილები და გულღიები არიან. მათ უმეტესად დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე ჰყვთ. ცხოვრებას როგორც გართობას ისე უყურებენ. იშვიათად უფუჭდებათ ხასიათი და პრობლემების გადალახვაში სწორედ მათი ოპტიმისტური მსოფლმხედველობით ახერხებენ. მათ აინტერესებთ ყველაფერი და მიიღწვიან სამყაროს შეცნობისთვის. ძალიან უყვართ ცხოველები და ბუნება. მეგობრობა მათ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორისგან მეგობრული დამოკიდებულება და თანადგომა. უყვართ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მოგზაურობა.

აინტერესებთ უცხო ქვეყნები და ყვეელაფერი რაც უცხოეთთან არის დაკავშირებული. ძალიან კარგად გრძნობენ თავს საზოგადოებაში. იციან ვისთან როგორ მოიქცნენ და რა ილაპარაკონ. მათი უმეტესობა სულიერი თუ ფილოსოფიური ინფორმაციის გამავრცელებლები არიან და ოკულტურ და სამეცნიერო სკოლებსაც ხელმძღვანელობენ. ხშირად ინტუიციურად გრძნობენ ჭეშმარიტებას და შინაგანად სუფთები და სულიერები არიან. უყვართ სწავლა რათა შემდეგ სხვებს ასწავლონ. ცდილობენ სხვებისთვის კარგი მაგალითი იყვნენ. ადვილად ივიწყებენ წყენას, თუმცა ადვილად ფეთქებადები არიან და ხშირად ემოციურ ფონზე არასწორ გადაწყვეტილებასაც იღებენ. საპირისპირო სქესში ეძებენ არაორდინალურობას, ეგზოტიკას, უჩვეულო და უცხო თვისებებს. თავგადასავლების მოყვარულები ახერხებენ პატიოსნებისა და ერთგულების დაცვას.

ხშირად ქორწინდებიან უცხოელებზე. უარყოფით ასპექტში მათში შესაძლოა გამოვლინდეს ავტორიტარული ხასიათი, სხვების ჭკუის სწავლებისა და გაწვრთნის მცდელობა, ნერვოზულობა, ამპარტავნება და ლიცემერია, სწყენიანობა, ეგოიზმი, ავანტურიზმი. ხშირად კონფლიქტი აქვთ საკუთარ ოჯახთან და ნათესავებთან და ამ მიზეზით ტოვებენ ოჯახს. მთვარის ამ განლაგების ადმაიანებს ხშირად აწუხებთ ფილტვები, (ტუბერკულიოზისკენ მიდრეკილება) სისხლის დაავადებები, იშიაზი, უზიანდებათ ნერვიული სისტემა და მიდრეკილნი არიან უბედური შემთხვევებისკენ და მოტეხილობებისკენ, რასაც სათანადო ყურადღება ესაჭროება.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი