Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე მორიელში

მთვარემთვარე მორიელში – მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი.
ამ განლაგების ადამიანებს ახასიათებთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, ძლიერი ინტუიცია, წინასწარმეტყველური ნიჭი, ნათელმხილველური შესაძლებლობები, პრაქტიკულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მოთმინება, გამძლეობა, ერთგულება, ეკონომიურობა, რეალიზმი, ყურადღებიანობა, მზრუნველობა, იდუმალების მიმართ დიდი ინტერესი.
ისინი შინაგანად ჩაკეტილები არიან და გარშემომყოფებს უჭირთ გაიგონ, თუ რა საიდუმლო იმალება მათ სულში. მათ უყვართ ირგვლივ ყველაფრისა და ყველას კონტროლი. არიან ძალიან ეჭვიანები და თითქმის არავის ენდობიან. ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა წყენის დამახსოვრება, რომელიც მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ახასიათებთ. შესაძლოა მთელი ცხოვრება ახსოვდეთ წყენა და შურიც, წლების შემდეგ, ხელსაყრელ მომენტში იძიონ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშველოვანია ისწავლონ პატიება და მიტევება. კარგი იქნება თუ უფრო გახსნილი იქნებიან ადამიანებთან და გულახდილად ეტყვიან თუ რა არ მოსწონთ მათ ახლობლებში.
ისინი ადამიანების გაცნობობისას მათ შინაგაან ბუნებას უღრმავდებიან, რადგან ზედაპირული შტრიხები არ აკმაყოფილებთ. ხშირად იაზვობენ და დამცინავად უყურებენ სხვებს. არავის უწევენ ადგარიშს და საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრობენ. მათ ძალიან სურთ იყვნენ სექსუალურად მიმზიდველები და თავადაც მოიხიბლონ სხვებით. არიან ექსტრავაგანტულები და მათი ძლიერი სექსუალური ენერგია ადვილად იზიდავს საპირისპირო სქესს.
მორიელი ქვეცნობიერად ატარებს საკუთარი თავისა და სხვების განადგურების პროგრამას. ამიტომაც ამ განლაგების ადამიანები არიან განწყობილი ნგრევის, კრიზისის, ტრანსფორმაციისა და რადიკალური ცვილებებისკენ. მაღალ საფეხურზე ეს ტრანსოფრმაცია ადამიანის სრულ გარდაქმნას ემსახურება, დაბალ განვითარებაში კი მხოლოდ განადგურებას.
მორიელი უკიდურესობების ნიშანია და თითქმის არასოდეს არის გაწონასწორებული და ჰარმონიული, ამ განლაგების ადამიანებიც მუდმივად უკიდურესობებში იქნებიან გადავარდნილნი. ეს განლაგება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, ახალი სტრუქტურის შექმნას, და თუ ადამიანმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის ტრანსფორმაცია, ამ შემთხვევაში მათ ნეგატიური ფსიქოლოგია უყალიბდებათ. მათთვის ყველაფერი უფასურდება და კაცთმოძულეებიც კი ხდებიან.
მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ბრწყინვალე ფსიქოლოგიური მონაცემები აქვთ. მათ შეუძიათ ადამიანების ყველაზე უხილავ ქვეცნობიერშიც შეაღწიონ და მათი სუსტი წერტილებიც ამოიცნონ. უარყოფით ასპექტში კი ეს თვისებები შეიძლება ხალხის მანიპულაციისთვის გამოიყენონ.
რადგანაც მორიელის ნიშანს აქვს სულიერ სამყაროებთან კავშირი, ამ განლაგების ადამიანები ხდებიან კარგი მედიუმები, ნათელმხილველები, (ნოსტრადამუსი, მესინგი) რადგანაც გაუცნობიერებლად გრძნობენ და აღიქვამენ სხვა სამყაროს.
ხშირად მათი გულის მოგება რთულია. მუდმივად უკმაყოფილო იქნებიან ყველაფრით. უარყოფით გამოვლინებაში მათ ახასიათებთ ზედმეტი აგრესიულობა, მგრძნობიარობა, ფორიაქი, ეჭვიანობა, ძალაუფლების სიყვარული, მაზოხისტური და სადისტური მიდრეკილებები, თავშეუკავებლობა, უღირსობა, ტრაბახი, ტყუილები, საკუთარ თავში ჩაკეტვა, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, სასტიკი და დაუნდობელი სარკაზმი, ყველაფრის მიმართ სიძულვილი.
მათი ყველაზე სუსტი წერტილია შარდ-სასქესო ზონა. რეკომენდირებულია სექსუალურ კავშირებში ზომიერი თავშეკავება. ქალებს მიდრეკილება აქვთ გინეკოლოგიური დაავადებებისკენ. მაღალია სიმსივნის წარმოშობის რისკიც და ასევე ხშირად აწუხებთ შარდის ბუშტთან დაკავშირებული დაავადებები.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი