ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე მეორე სახლში

მთვარემთვარის ასეთი მდებარეობა მიუთითებს არასტაბილურ მატერიალურ მდგომარეობაზე. ეს მდებრეობა ასევე განსაზღვრავს თვითშეფასებასა და კვებას. ის მიუთითებს ცხოვრებისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებაზე და ჯანსაღ კვებაზე, მაგრამ აქაც იჩენს თავს ცვალებადობა და არასტაბილურობა, (რადგან სწორედ ამ სფეროებშია სირთულეები მოსალოდნელი–დაზიანებული მთვარის, უარყოფითი ასპექტების ან ცუდად დამუშავების შემთხვევაში).

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები მჭიდროდ არიან დაკავშირებული მატერიალურ ღირებულებებთან, (განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც მთვარე იმყოფება თხის რქის, კუროს ან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებში).

მეორე მხრივ, ასეთი ადამიანები მათდაუნებურად, გაუცნობიერებლად დიდ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე, თუნდაც მხოლოდ მათი იქ ყოფნით–უბრალოდ დასწრებით, (თუმცა ეს დამოკიდებულია მთვარის ნიშანსა და ასპექტებზე).ასეთი ინდივიდებისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს მათთვის საკმარისად კომფორტული გარემოს შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ექმნებათ ნერვული აშლილობა, ასევე ჰორმონალური და ორგანული დაავადებები.

დადებითი ასპექტებისა და დამუშავების შემთხვევაში, ასეთი მდებარეობა ადამიანს აძლევს შანსებს და მატერიალური დოვლათის მოპოვების შესაძლებლობებს, ასევე აქცევს მათ საყოველთაოდ მისაბაძ პიროვნებებად, რომელთან ერთადაც ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა და ყოველთვის გიჩნდება სურვილი, რომ რაღაცით ჰგავდე, რაღაცით მიბაძო.

ასეთი ადამიანები არიან კარგი პარტნიორები, კარგი თანამშრომლები, რომელთაც აქვთ უნარი, შეცვალონ სხვა ადამიანების ღირებულებათა სისტემა. მათი ფინანსური მდგომარეობა, ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობა სავსეა ცვლილებებით და მუდმივად მერყევ მდგომარეობაშია. თავს იჩენს შემდეგი ასპექტი – მათთვის შემოსავლის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს დედა ან ნებისმიერი სხვა ქალი, (რადგან ხშირად, სწორედ მათგან მიიღებს მატერიალურ დახმარებას, შესაძლოა, ისინი იქცნენ მის ფინანსურ პარტნიორებად).

მატერიალურ დოვლათს და ფინანსებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ემოციური სიმშვიდისა და უსაფრთხოებისათვის. ასეთ ადამიანს შესაძლოა ახასიათებდეს რადიკალიზმი– იყოს უსაზღვროდ ძუნწი ან ზედმეტად ხელგაშლილი. არსებობს, როგორც ადამიანებისადმი, ასევე მხოლოდ ფინანსებისადმი მიჯაჭვის ტენდენცია.

მათთვის ფინანსური მოთხოვნილება მეტად მძაფრია, რადგან ისინი ამას აღიქვამენ, როგორც მყარ, სტაბილურ, მშვიდობიანი ოჯახური თანაცხოვრების გარანტს. მათი განწყობაც მთლიანადაა დამოკიდებული მატერიალურ კომფორტზე.

ასეთი ინდივიდები ხშირად არიან დასაქმებული კვების ობიექტების წარმოების სფეროში. ხშირად ზრუნავენ გაჭირვებულ, უბრალო ადამიანებზე.

თქვენთვის აუცილებელია,, დაიცვათ ზომიერება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე კვების თვალსაზრისითაც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება თქვენი ფსიქიკისა და ორგანიზმისათვის.

ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული მატერიალურ სამყაროზე. საკვებზე, კომფორტზე. განავითარეთ რომანტიკული, ემოციური ადამიანური ურთიერთობები, რაც დაგეხმარებათ შინაგანი სიცარიელის ამოვსებაში, ვინადან ამას ვერ შეძლებთ მხოლოდ უხვი–გემრიელი საკვებით, ანდა კომფორტითა და მატერიალური დოვლათით. დასვით არამატერიალური აქცენტები, ისწრაფეთ სულიერებისკენ!

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი