ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე მესამე სახლში

მთვარემთვარის მდებარეობა მე – 3 სახლში განსაზღვრავს ურთიერთობის სფეროს, კომუნიკაბელურობას, მცირე საქმეებს, ხანმოკლე მოგზაურობებს – გადაადგილებებს, ნათესავებთან კავშირსა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები საკმაოდ კონტაქტურები, კომუნიკაბელურები და ცნობისმოყვარენი არიან. მცირე ასაკიდანვე იწყებენ წერა–კითხვას და ახლის შემეცნებას. ადვილად სწავლობენ. ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, მუდმივად მოგზაურობენ და გადაადგილდებიან. მათ უყვართ ბევრი და ხანგრძლივი საუბარი. ნებისმიერ ინფორმაციას აღიქვავენ ძალზე ემოციურად.

ასეთი ადამიანები ემოციურად არიან დამოკიდებულნი საკუთარ სოციალურ ფონზე. თუ მთვარე დაზიანებულია – ხშირი იქნება გაუგებრობები და საზოგადოების მხრიდან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება. მათ მიმართ ადამიანებს ხშირად ნეგატიური დამოკიდებულება ექნებათ , თუმცა თავადვე ვერ ახსნიან ამის მიზეზს. მათ საქციელში არის რაღაც ისეთი, რაც იწვევს საზოგადოების უნდობლობას–გაღიზიანებას ან ეჭვს, ხოლო თავად ისინი დისკომფორტს გრძნობენ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას.

მათ აქვთ ადამიანთა აღფრთოვანებისა და მოხიბვლის უნარი, თუმცაღა ცუდად დამუშავებისა და უარყოფითად ასპექტირების შემთხვევაში, ასეთმა მდებარეობამ შესაძლოა, შექმნას სოციალური ვამპირი, რომელიც იღებს და მოითხოვს საზოგადოებისა (სოციუმისა) თუ ცალკეული ინდივიდებისაგან გაცილებით მეტს, ვიდრე ისინი აძლევენ.

ასეთი ადამიანები გამოირჩევიან–ხასიათდებიან დრამატიზმით, თუმცა აქვთ დიდი შინაგანი ენთუზიაზმი. ახასიათებთ მიდრეკილება წარსული მოგონებებისადმი, რასაც ხშირად რეალური ფაქტების ნაცვლად განიხილავენ, რის გამოც საზოგადოება აღიქვამს მათ უცნაურ და იდუმალ პიროვნებებად.

მზრუნველია, შეიძება იყოს შემაწუხებელიც. უყვარს მოგზაურობა და ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ.

ბავშვებს დიდი მნიშნველობა აქვს მათთვის და ხშირად დამხმარეებად ევლინებიან. ისინი სწავლობენ სხვათა მოსმენით, აქვთ საოცარი მეხსიერება და ვერ უძლებენ, ვერ ეგუებიან სამუშაო რუტინას. მათი მეტყველება და აზროვნება არსობრივადაა დამოკიდებული ადრეული ბავშვობისა და ოჯახური მდგომარეობის განმსაზღვრელ ემოციურ ფაქტორებზე.

ასეთი ადამიანები არიან ფანტაზიორები და მეოცნებეები. შესაძლოა, თავი იჩინოს სხვათა აზრების მითვისების ტენდენციამ–პლაგიატორობამ. მათი აზროვნება მრავალმხრივია და გაფორმებულია სხვადასხვა სახის ფერადი წარმოსახვით.

ასეთი ინდივიდები ძალიან ბევრს ფიქრობენ , მაშინ, როდესაც შესაძლოა, სულ უმნიშვნელოზე საუბრობდნენ. ღლით უძრაობა და ერთფეროვნება, ამიტომაც აუცილებელია, რომ მუდმივად მოძრავ–აქტიურ ფაზაში იმყოფებოდნენ. სავსენი არიან სხვადასხვა სახის ინფორმაციით და მუდმივად აქვთ განახლების სურვილი.

ახასიათებთ–ახალი გარემოს, ახალი ურთიერთობების, ახალი ადამიანებისაკენ მისწრაფება. უყვართ აგიტაცია და უკანასკნელი ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, ხშირად აკლიათ დასრულება–დამთავრება, სისავსის შეგრძნება. კონტაქტები აცოცხლებენ და ალამაზებენ მათ, მათ შორის ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც.

ხშირად გვევლინებიან მეცნიერებად და გამომგონებლებად, ანდა მუშაობენ ტექნიკისა და ტრანსპორტის სფეროში. მათი ცხოვრება მუდმივად შემაწუხებელი, მერყევი, სწრაფად ცვალებადი და მრავალმხრივია. დაზიანების შემთხვევაში თავს იჩენს ზედმეტი კაპრიზები, უცნაური ქმედებები და ისტერიკები.

ეს მდებარეობა მიუთითებს სიღრმისა და ზედაპირულობის უცნაურ შეთავსებაზე. უინტერესო ადამაინების შემთხვევაში მალევე გბეზრდებათ და წყვეტთ ურთიერთობას. ფრთიხლობთ ადამიანებთან ურთიერთობისას, თუმცა ნდობის შემთხვევაში მთლიანად ეხსნებით მათ.

თქვენთვის აუცილებელია, რომ თქვენი პარტნიორი იყოს საინტერესო მოსაუბრე, კარგი მსმენელი და თქვენთვის შესაბამისი ინტელექტის მქონე.

თქვენ გახასიათებთ კარგი ინტუიცია და ერთგვარი ეშმაკობა, ოღონდ მგრძნობელობაზე (ინტუიციაზე) დამყარებული ეშმაკობა. გაქვთ საუბრის ემოციური მანერა და სასიამოვნო ტემბრი. ხართ საინტერესო, მრავალფეროვანი, ემოციური და ტემპერამენტული ნატურა.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი