მთვარე მერვე სახლში
ასეთი მდებარეობა, შესაძლოა, მიუთითებდეს დედის სახეზე, რომელიც მანიპულირებს, ზეგავლენას ახდენს შვილებზე. ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდებს შეუძლიათ, იკვებონ საზოგადოების–კოლექტივის ენერგიითა და ენთუზიაზმით, შეისრუტონ, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ემოციები.
მათი ფსიქიკა არ არის მყარი. უყვართ მიტინგები, დემონსტრაციები, საჯარო გამოსვლები და ლექციების წაკითხვა. ისინი ადვილად ეგუებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს, ცვლილებებსა და დაბრკოლებებს, სტრესსა და სხვადასხვა სახის საშიშროებებს, ვინაიდან აქვთ დიდი შინაგანი ძალა, აღდგენის და ტრანსფორმაციის უნარი.
ხანგრძლივი სიმშვიდის, ჰარმონიული პერიოდის დროს ენატრებათ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიისწრაფვიან და თავად იწყებენ საშიში თავგადასავლებისა და სტრესის ძიებას. უყვართ საფრთის გამოწვევა, მისი პროვოცირება, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი საფრთხის მოლოდინი, ექსტრემი, სტრესის ქვეშ ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება მათთვის ცალსახა და მოსაწყენია.
უყვართ საშიში ისტორიები და ,,უჟასები,,. თავს იჩენს, სხვადასხვა სახის შიშები, თვითგვემა და საკუთარი ჯანმრთელობის განადგურების ტენდენცია, ასევე არაბუნებრივი და უზომო ეგოიზმი.
ასეთი ინდივიდი მჭიდროდაა დაკავშირებული სოციუმთან და ასევე საკუთარ შინაგან ემოციებთან, „ქვესურვილებთან“. მოსალოდნელია– სხვადასხვა სახის განსაცდელი, საფრთხე. ასეთ ადამიანებს ხშირად იპყრობთ გარშემომყოფების განადგურების (შინაგანი განადგურება) და გამწარების სურვილი, რაც მათთვის წარმოადგენს ექსტრემის, შინაგანი სიცარიელის, საკუთარ სიძლიერეში დარწმუნების, მარტოობის დაძლევის, ბოროტი სურვილების დაკმაყოფილების, ანდა, უბრალოდ გართობის საშუალებას.
ესაა–კრიზისის, მოულოდნელი–ექსტრემალური სიტუაციებისა და სიკვდილის (მათ შორის არაპირდაპირი გაგებით) გამომხატველი სახლი. საფრთხეა მოსალოდნელი წყალთან ურთიერთობისას.
ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდი მუდმივად განიცდის შინაგანი სიმშვიდისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებას. სიმშვიდე და დაცულობა, პირადულობა და ინტიმურობა მისთვის უმთავრესია. არცთუ იშვიათად, ასეთ ადამიანებს აქვთ წინასწარმეტყველების ნიჭი და იზიდავთ მისტიური, იდუმალი და უცნაური მოვლენები, თუნდაც ირეალური, ადამიანთა მიღმა მყოფი სამყარო.
სიყვარულსა და სექსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათთვის, მაგრამ ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, თავს იჩენს საკუთარი სექსუალურობის ბოროტად გამოყენების ტენდენცია.
ფინანსები შეიძლება, მოვიდეს პარტნიორის მხრიდან–დედის ან ნებისმიერი სხვა ქალის, (ან პირიქით, ნებისმიერი მამაკაცის მხრიდან). აუცილებელია, რომ ინდივიდის მგრძნობელობა, ემოციები და სექსუალური მოთხოვნილება მკაცრად გაკონტროლდეს, რადგან თავს იჩენს, გადამეტებული, ზღვარსგადასული ვნებიანობა. ასეთ ადამაინებს ახასიათებთ მუდმივი წინააღმდეგობრივობა, თვითდაჯერებულობა და მძაფრი პასუხისმგებლობის გრძნობა. იტაცებთ ხელოვნება და მუსიკა, ხოლო მათი ოცნებები იმდენად მძაფრია, იმდენად რეალურია, რომ ხშირად ჰალუცინაციის სახეს იღებენ.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
მმმმ :3 :)) ^_^ ♥