მთვარე მეთერთმეტე სახლში
ასეთი ადამიანი გამოირჩევა ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან თავისუფლებით, რჩება რა ყოველთვის ნეიტრალურ და ობიექტურ ამპლუაში, თუმცაღა ახასიათებს მიზნების ცვლა. კარგად გამოსდის ადამიანებთან თანამშრომლობა, აქვს ორგანიზატორული ნიჭი. ჰყავს უამრავი მეგობარი და ნაცნობი, რომელთანაც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, რაც ვლინდება მისდამი მათ თანადგომასა და დახმარებაში. დიდია მეგობრული ურთიერთობების, მუდმივი–მრავალფეროვნული კავშირების მოთხოვნილება, თუმცაღა არსებობს მოტყუების–ცრუ მეგობრების შეძენის ალბათობაც.
ასეთ ადამიანებს არ უჭირთ ურთიერთობის დაწყება, ადვილად ამყარებენ კონტაქტს, მაგრამ ასეთი ურთიერთობები ხშირად დაუმთავრებელი რჩება, წყდება, რადგან ინდივიდი ვერ (ან არ) ინარჩუნებს და ვერ აგრძელებს ურთიერთობას. მათი იმედები, მიზნები და სურვილები დამოკიდებულია განწყობაზე.
ასეთი პიროვნების გარშემო ყოველთვის უამრავი ქალი ტრიალებს. ხშირად მეგობრული ურთიერთობა გადადის სასიყვარულოში. მათ განწყობას განაპირობებს მეგობრების შეხედულება, დამოკიდებულება და რეაქცია. ვერ იტანენ მარტოობას და პერიოდულად სჭირდებათ ხმაურიან–მხიარულ გარემოში ყოფნა.
მათი სანაცნობო წრე საკმაოდ ფართოა, ხოლო ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობებისა კი, საკმაოდ მწირი.
მათი ურთიერთობა ან მეტად მეგობრული და ხანგრძლივია, ან მეტად ხანმოკლე და ერთჯერადი. უადვილდებათ უმცროს ადამიანებთან ურთიერთობა, ადვილად ეკონტაქტებიან ბავშვებს. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები. ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი პოპულარობით, საყოველთაო სიყვარულით, თუმცა ასევე ხშირია მეგობრების მხრიდან ღალატი და იმედგაცრუება. მიდრეკილი არიან დიდი ოჯახის შექმნისაკენ, გამოირჩევიან თვითკონტროლით.
საკმაოდ მეგობრულები და მხიარულები არიან, ურთიერთობაში კი, ორიგინალურები და ახლებურები–განსხვავებულები, მუდამ სიახლით სავსენი. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან–სოციუმთან, კოლექტივთან სიახლოვეს. მათი მოთხოვნილებაა, რომ იყვნენ კოლექტივის სული და გული, მათი შემადგენელი ნაწილი. მეტად მგრძნობიარეა და მძაფრად განიცდის საზოგადოებისაგან სიშორეს, უყურადღებობასა და უმეგობრობას.
ასევე გამოირჩევიან ადამიანებისადმი კეთილგანწყობითა და ჰუმანურობით. ასეთი ადამიანი მჭიდროდაა დაკავშირებული და დამოკიდებული მეგობრებზე. მათთვის მიუღებელია დოგმები და შებოჭვა, აგრესია და ძალადობა.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ