მთვარე მეათე სახლში
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი საკუთარი ინიციატივით ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ შეიცვლის სამსახურს, თანამდებობას. მას სჭირდება მუდმივად კონტაქტში ყოფნა, მუდმივი ურთიერთობები ადამიანებთან – განსაკუთრებით კი, ქალებთან.
პროფესიად ასეთი ინდივიდები, ხშირად, სწორედ ქალთა პრობლემებთან დაკავშირებულ სფეროს ირჩევენ, მარკეტინგს, ვაჭრობას და სხვა სახის საზოგადოებრივ სამსახურს.
ავტორიტეტს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწრაფვა პროგრესისაკენ, კარიერული წინსვლისაკენ ფარავენ და მართავენ მათ გრძნობებს. ამბიცია და ირონია ხელს უშლის მათ, ემოციების თავისუფლად გამოხატვაში. სამყარო მათთვის წარმოადგენს მაყურებლით სავსე დარბაზს, სწორედ ამიტომ, ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში ისინი მზად არიან რადიკალური ზომების მისაღებად ( შეუძლიათ, ძალით ან სკანდალით მიიპყრონ ყურადღება).
პროფესიული საკითხებისადმი გადამეტებული ყურადღება არ აძლევთ მათ ოჯახური პრობლემების გადაჭრისა და შინაგანი სირთულეების ჩაღრმავების საშუალებას. ხანდახან ასეთი ადამიანები ისევე გრძნობენ თავს, როგორც თევზი აკვარიუმში, რადგანაც მათი პიროვნული გრძნობები, შინაგანი ემოციები „კედელსშუაა მოქცეული“–გამომწყვდეულია, შებოჭილია სოციალური სტანდარტებითა და პროფესიული ვალდებულებებით.
მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ საზოგადოებისათვის გამოსადეგნი, ღირებულნი. დიდია ავტორიტეტის მოპოვებისა და საყოველთაო აღიარების სურვილი. მათი პროფესიის შერჩევასა და კარიერულ წინსვლაზე დიდ გავლენას ახდენს დედა, მეუღლე ან სუსტი სქესის წარმომადგენელი ნათესავები.
ხშირად ასეთი ინდივიდების ცხოვრება ბავშვობიდანვე დეტალურადაა გათვლილი და გაწერილი. დაგეგმილია მშობლების მიერ, რომელთაც, როგორც წესი, მაღალი თანამდებობა უკავიათ და დიდ გავლენას ახდენენ ინდივიდების სამომავლო გეგმებზე–წარმართავენ რა მათ ცხოვრებას, სწორედ ამიტომ, ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან სიმკაცრეს, სიმყარესა და თანმიმდევრულობას. ხშირად წარმატებული პოლიტიკოსები ხდებიან, ვინაიდან კარგად გამოსდით პუბლიკასთან მუშაობა.
ნებისმიერი სახის წარმატება თუ სიკეთე, ანდა პირიქით, წარუმატებლობა და უსიამოვნება ამა თუ იმ სახით დაკავშირებულია ქალებთან – მათ გავლენასა და ინტერესებთან. მათთვის მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრება, ისწრაფვიან მრავალშვილიანობისაკენ და როგორც წესი, აქვთ ერთზე მეტი პროფესია.
კარიერული ზრდა მერყევია, მაგრამ არც ისე რთული. ხშირად საქმიანობის–სფეროს შერჩევა ხდება არა სურვილიდან, გულიდან გამომდინარე, არამედ აუცილებლობიდან. გეგმების რეალიზება, ასრულება ხდება თანდათან, ინტერვალებით, შეფერხებებით, შესაძლოა, მივიდეს საპასუხო დარტყმამდე და მოულოდნელ დესტაბილიზაციამდე. შესაძლოა, თავი იჩინოს ცვალებადობამ, ინტერესთა ცვლამ, მერყეობამ პროფესიულ, მატერიალურ და სოციალურ საკითხებში. (კარიერაში წარუმატებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნერვული აშლილობა და ისტერიები).
თავს იჩენს, უნდობლობა, სიმკაცრე, გადამეტებული სერიოზულობა, ეგოიზმი და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. უყვართ მართვა, მანიპულირება–განსაკუთრებით ადამიანური რესურსების.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ