Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე ლომში

მთვარეაქ მთვარე და მზე ცის კაბადონზე ერთმანეთს ხვდებიან. მთვარის ამ განლაგების ადამიანებს მზის ენერგია საშუალებას აძლევს სრულად გამოავლინოს ქვეცნობიერი სამყაროს, შინაგანი მე-ს შესაძლებლობები.

მთვარისა და მზის ენერგიების თანხვედრა ადამიანებში ძლიერად ავლენს არტისტულ ბუნებას, თვითრწმენას, ერთგულებას, დიდსულოვნებას, ხელგაშლილობას და გულკეთილობას.

ამ განლაგების ადამიანებს უყვართ ხელოვნება, გართობა და სპორტი. ასევე მდიდრული წვეულებები და ფუფუნების საგნები.

ეს ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ საკუთარი პერსონის მნიშვნელობას. ბუნებით ლიდერები, აქტიურები, მამაცები და გაბედულები არიან. უყვართ ხელოვნება და აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი.

საზოგადოებაში საკუთარ მნიშველოვან როლს ინტუიციურად გრძნობენ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. აქვთ კავშირები გავლენიან და ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებთან და მიიღწვიან მწვერვალებისკენ.

თავი ამაყად უჭირავთ. აქვთ ძალა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მართონ ის. დოგმები და საზოგადოებაში მიღებული ნორმები მაინცდამაინც არ აღელვებთ.

უყვართ მბრძანებლობა და პირველობა ყველგან და ყველაფერში. ზოგადად ასეთი ადამიანები ურთიერთობაში გახსნილი არიან და გააჩნიათ ფართო მსოფლმხედველობა. ეს განლაგება ძალიან ნაყოფიერია მწერლებისთვის (ჩერნიშევსკი, ეგზიუპერი) და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის (გორბაჩოვი, მაჰათმა განდი და მაო ძე დუნი).

დაზიანებული მთვარის შემთხვევაში ადამიანში ვლინდება ძლიერი ეგოიზმი, ზღვარგადასული ეგოცენტრიზმი, ნარცისიზმი, ექსცენტრულობა, სულსწრაფობა, პატივმოყვარეობა, თავქარიანობა, ეჭვიანობა,

გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, ღალატისკენ მიდრეკილება, გარეგნობაზე ჩაციკვლა და ბოჰემური ცხოვრებისაკენ ლტოლვა.

მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ჰაერივით ესაჭიროებათ შექება, დაფასება და აღიარება.

პარტნიორისგან ითხოვენ სიყვარულის მუდმივად დამტკიცებას, არიან საოცრად რომანტულები და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეუღლეს და შვილებს.

რადგანაც მათი ემოციები გავლენას ახდენენ გონებაზე, გონებაში შეაქვს შფოთი და მოუთმენლობა, რაც კარგი მეომრის ხასიათის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მათი სუსტი ორგანოა გული, ამიტომ შესაძლოა განვითარდეს ინფარქტი, გულის უკმარისობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები და რადიკულიტი. მოსალოდნელია პრობლემები ხერხემალთან და სისხლძარღვებთან.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი