Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე კუროში

მთვარემთვარე აქ მიწის სტიქიაში იმყოფება. მთვარის ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან მდგრადი ემოციურობით, ძლიერი მეხსიერებით და მტკიცე გადაწყვეტილების უნარით.

მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ძალიან უჭირთ ემოციების გამოხატვა და საგულდაგულოდ მალავენ შინაგან განცდებს. მათ აქვთ თვისება ხელოვნურად შექმნან პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გარე სამყაროსთან.

მათ შეუძლიათ ძლიერი ინდივიდის როლის მორგება. ხშირად თრგუნავენ საკუთარ ემოციებს. ქვეცნობიერად ილტვიან ლიდერობისაკენ და გარშემომყოფთა მართვისკენ.

ისინი საკუთარ უპირატესობას სხვების დამცირების ხარჯზე გრძნობენ. არიან სერიოზულები და გააჩნიათ პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა. უყვართ სტაბლურობა, სიმშვიდე და ვერ ეგუებიან მოულოდნელ ცვლილებებს. ახასიათებთ სიჯიუტე და აქვთ მკაცრი ხასიათი. არიან ხშირად ცივები და ანგარიშიანები. თუმცა უმეტესად არიან თავმდაბალნი, მშვიდნი, ერთგულნი და კეთილი გულის მქონე.

არიან შრომისმოყვარენი და ცდილობენ ოჯახი ჰყავდეთ ფინანსურად უზრუნველყოფილი. მათგან შესაძლოა კარგი ორგანიზტორი დადგეს. ბიზნესში წარმატების შანსები მაღალი აქვთ და ზოგადად კარგ მუშაკებად ითვლებიან.

მთვარის ამ განლაგების ადამიანები არიან თავშეკავებულნი და ფრთხილნი. მათ ცხოვრების უფრო მატერიალური მხარე აინტერერესებთ ვიდრე სულიერი. ისინი უმეტესად კულინარიული ნიჭით და პრაქტიკული გონებით გამოირჩევიან. ეს ადამიანები მშვიდი და სტაბილური ცხოვრებისკენ ისწრაფიან და ერთხელ და სამუდამოდ დამყარებულ რითმს მიჰყვებიან. მათთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მანქანა, ბინა და რაც მთვარავია, აგარაკი – ძალიან მოსწონთ მცენარეები და მათი მოვლა, ამიტომ მათთვის საუკეთესო თერაპიაა საკუთარ აგარაკზე, ბუნებაში, დასვენების დღეების გატარება.

ისინი, როგორც წესი, კარგი მშობლები არიან, თუმცა შვილების სულიერი განვითარების ნაცვლად მათი საკვებით უზრუნველყოფას უფრო ცდილობენ.

ემოციური არასტაბილურობისას (მათთვის ყველაზე არასასრუველი მდგომარეობა) ან ცხოვრებისეული რადიკალური ცვლილებებისას, მათ ალბათ ყველაზე მეტად დაამშვიდებდათ გემრიელი კერძები და მრავალფეროვანი მენიუ. ეს მათ ძლიერი სტრესის გადალახვაშიაც კი ეხმარებათ და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი უბრუნდებათ.

მთვარის ამ განლაგების ადამიანებს სუსტი წერტილებია ყელი და კისერი. უნდა ერიდონ გაციებას და ცხარე კერძებს, ასევე სპირტიან, მაღალ გრადუსიან სასმელებს. იქედან გამომდინარე, რომ მათ უყვართ გემრიელი საკვები, ამან შესაძლოა ჭარბი წონის პრობლემა გამოიწვიოს, ან პირიქით შესაძლოა მეორე უკიდურესობამ იჩინოს თავი და სხვადასხვა დიეტებით გატაცებამ ორგანიზმში ნივთერბათა ცვლა დაარღვიოს. ყურადღებას ითხოვს ხერხემალი და ძვლოვანი სისტემა, მოტეხილობების ალბათობა მაღალია. მიდრეკილნი არიან ქრონიკული დაავადებებისკენ და გამოჯამრთელების პროცესი ხშირად ხანგრძლივად მიმდინარეობს.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი