Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე კირჩხიბში

მთვარერადგან მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, ამ განლაგებაში მთვარე ყველაზე ხესაყრელ პოზიციაშია და ის სრულად ავლენს საკთარ შესაძლებლობებს.

კირჩხიბი ქალური ენერგიების მატარებელი ნიშანია და შინაგანი ბუნებით ასეთი ადამიანები არიან მშვიდი და რბილი ხასიათის. მათი დამახასიათებელი თვისებებია: ემოციურობა, ძლიერი ინტუიცია, ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, თანაგრძნობის უნარი, რომანტიულობა, პატრიოტიზმი, შრომისმოყვარეობა, მოთმინება, დიდი წარმოსახვის უნარი, კეთლშობილება და სამართლიანობა.

დაზიანებული მთვარის შემთხვევაში ამ ადამიანებში შესაძლოა გამოვლინდეს; ინფანტილურობა, კაპრიზულობა, სენტიმენტალურობა, სიმორცხვე, შფოთვა, ისტერიული შემოტევები ან პასიურობა და ჩაკეტილობა.

ამ ადამიანების განაწყენება ძალიან ადვილია, თუმცა თავად არასოდეს ეცდებიან აწყენინონ სხვებს.

რადგანაც კირჩხიბი სამშობლოს, დედის, ოჯახის ნიშანია, ძირითადად ასეთი ადამიანები შინაგანად მიჯაჭვულები არიან დედას, სამშბლოს, სახლს და ოჯახს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური სიმყუდროვე და ქორწინებაა. ხშირად, ისინი საუკეთესო აღმზრდელები და ძიძები არიან. კარგად ავლენენ თავს ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში. როგორც წესი, ძალიან კარგი მშობლები არიან და დიდ დროს შვილების აღზრდას უთმობენ.

კირჩხიბი ერთ – ერთი ყველაზე მეოცნებე ნიშანია. ამ განლაგების ადამიანები ხშირად რეალობას შორდებიან და საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ. უყვართ თავიანთ ოცნებებთან და ფანტაზიებში განმარტოვება და საკუთარ მდიდარ სამყაროს ადამიანების თვალისაგან თავგამოდებით იცავენ. ისინი ადამიანების მიერ მცირედ უპატივცემულობასაც ძალიან მტკივნეულად იღებენ. გაურბიან გახსნილ ურთიერთობებს და მხოლოდ ერთგულ ადამიანებს ეხსნებიან.

მთვარის ამ განლაგების ადამიანები მთვარის ფაზების ცვლალებადობაზე მტკინვეულად რეაგირებენ და ზოგადად კოსმოსური პროცესები მათ ხასიათზე ახდენენ გავლენას. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მკვეთრი ხასიათცვალებადობა და გარშემომყოფები გაგებით უნდა მოეკიდონ მათ არასტაბულურ, ემოციურ ბუნებას.

მათ აქვთ ძლიერი გონება და მამაცურად შეუძლიათ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა. უყვართ ხალხმრავალ საზოგადოებაში ტრიალი და მიილტვიან საზოგადოებრივი აღიარებისკენ. რომანტიული ბუნებიდან გამომდინარე ხშირად ქორწინდებიან.

მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ბოლომდე შეუძლიათ სამყაროს მრავალფეროვნებას ჩაუღრმავდნენ და მისი ყველა სირთლე ამოიცნონ და სიღრმისეულად გადაამუშაონ. (პუშკინი, მოპასანი, მანი, გოია,) მუსიკოსებიდან ( ჩაიკოვსკი, ვივალდი, პაგანინი).

მათ ხშირად აწუხებთ მუცლის ზონა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა და ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევები, კუჭი. აწუხებთ მკერდთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა განვითარდეს ეპილეფსია. არაა რეკომენდირებული ბიოენერგეტიკული მკურნალობა, სპირტიანი სასმელები და ქიმიური პრეპარატები. სასურველია პროფილაქტიკური გამოკვლევების ხშირად ჩატარება.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Nestani Abashidze

    zalian axloa hems xasiattan

დატოვეთ კომენტარი