Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთვარე თხის რქაში

მთვარემთვარის ამ განლაგების ადამიანები ემოციურად თავშეკავებულები, გაწონასწორებულები, ძალიან დამოუკიდებლები, თავისუფლების მოყვარენი, საკუთარ თავში დარწმუნებულები და მტკიცე ხასიათის არიან. ისინი ძლიერი ინდივიდის როლს წარმატებით ირგებენ და მუდმივად ცდილობენ ემოციების დათრგუნვას, რადგან შინაგანი ემოციების საჯაროდ გამოვლენის ეუხერხულებათ. მათ კარგი მახსოვრობა აქვთ და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან.

ქვეცნობიერად ძლიერი ლტოვლა აქვთ გარშემომყოფების მართვის და მათზე ძალაუფლების მოპოვებისკენ. მათთვის აუციელბელია მიზნის ქონდა და ამ მიზნის რეალობაში განხორციელება. მათი კარმული მისია სწორედ ამაში მდგომარეობს.

ასეთი ადამიანები კარგი შემსრულებლები და შრომისმოყვარენი არიან. ძირითადად მშვიდად ელოდებიან საჭირო მომენტს აქტიურობის დასაწყებად. არასოდეს აგრძნობინებენ სხვებს, რომ ზოგჯერ მათაც სჭირდებათ დახმარება და თანადგომა. ისინი გარშემომყოფების თვალში მკაცრები, დაუნდობლები, ანგარიშიანები, ჯიუტები და ძალიან საქმიანები არიან, თუმცა მათზე ერთგული მეგობარ შეიძლება ვერც მოძებნოთ. ამ ადამიანებს ქვეცნობიერად ახასიათებთ ურთიერთობაში სიცივე, სიფრთხილე და ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ ცხოვრებას. მათ უფრო აინტერესებთ მიწიერი ფასეულობები ვიდრე სულიერი.

ახასიათებთ პატივმოყვარეობა და იზიდავთ ფული და ძალაუფლება, რაც შეიძლება მათ მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული. ოჯახში დომინანტის როლს ირგებენ და დედასთან ხშირად მტრული დამოკიდებულება აქვთ. მთვარის ამ განლაგების ადამიანები გამოირჩევიან კარგი ორგანიზატორული ნიჭით. საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და უნდათ ცხოვრებაში მაქსიმალურად მეტს მიაღწიონ. უარყოფით თვისებებში მათ ახასიათებთ: პესიმიზმი, ეგოიზმი, დესპოტიზმი, ცბიერება, სიზარმაცე და სიჯიუტე.

ასევე აქვთ ასკეტიზმისკენ და მიდრეკილება. სუსტი ადამიანების მიმართ ზედმეტად სიმკაცრეს და დაუნდობელ ხასიათს ავლენენ და სხვების დამცირება უყვართ. მთვარის ამ განლაგების ადამიანებს ძირითადად სუსტი სასიცოცხლო ენერგია აქვთ და ავადმყოფობის შემდგომ ძალების აღდგენისა და გამოჯანმრთელების პროცესიც უხანგრძლივდებათ. მათ შეიძლება აწუხებდეთ ქრონიკული კოლიტი, კანის დაავადებები, სახსრების ანთება და ზოგჯერ მთლიანად, ხერხემლის პრობლემები.
მოამზადა თამო აქუბარდიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი