Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მთავარანგელოზები

წმინდა დიონისე არიოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღვთისგან.

მისი თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ ცხრა რანგის და მათი რიცხვი ძალიან დიდია.

აი, რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღვთისგან:

მთავარანგელოზი მიქაელი – მძლეველი ყველა მტრული ძალის, მფარველი ყოველგვარი უბედურებისგან, მწუხარებისგან და ბოროტი განზრახვისგან.

მთავარანგელოზი გაბრიელი – სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.

მთავარანგელოზი რაფაელი – ავადმყოფობისგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი.

მთავარანგელოზი ურიელი – აღმძვრელი ლოცვის სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა.

მთავარანგელოზი ეგუდიელი – მფარველი მგზავრობისას, გაჭირვებულთა დამხმარე.

მფარველი ვარაქიელი – მიმცემი და შუამავალი ღვთის სიკეთისა და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.

მთავარანგელოზი სერაფიელი – მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისთვის.

მთავარანგელოზი იერომიელი – ღვთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი.

მთავარანგელოზი ტახნიელი – დამხმარედა დამცველი უბედურებისა და თავდასხმისგან.

ავტორი

დატოვეთ კომენტარი