მზის შეერთება მარსთან
რთულია ამ ხალხის მიმართ გულგრილი დარჩე. უჩვეულო წარმოსადეგობა აქვთ. ძლიერი დრაივი. ბრწყინვალე აურა, რაღაც ვაჟკაცური ჰაერი ტრიალებს მათ გარშემო, ასხივებენ ნდობას, საიმედოობას, თუნდაც რეალურად ასე არც იყოს, თუნდაც მაღლი აქტივობის და ენერგიული ხალხი არ იყვნენ,
ეს ადამიანები აუცილებლად კონფრონტაციულები იქნებიან. მიზნისკენ პირდაპირ მიდიან, უბოდიშოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ, მათ მართლა შეუძლიათ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე წასვლა და სიტუაციის მართვა.
ისინი აიძულებენ მოვლენებს ისე განვითარდნენ, როგორც მათ სურთ. მათ მოუთმენლებიც შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ არა ნერვულ ნიადაგზე, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ელოდონ მშვიდად, როდის მოხდება რამე. მათ რაღაც სურთ და სურთ დაუყოვნებლივ. პიონერები საკუთარი თავის, იმპულსების გამოხატვის გარეშე ვერ ძლებენ და თუ ვერ ახერხებენ ამას, თუკი მჯდომარე ცხოვრებას მიეცემიან და გატკეპნილი გზებით ივლიან, – პრობლემები ეწყებათ. სტრესის დროს მათთვის აუცილებელია უვნებელი ფიზიკური აქტივობით დაკავება.
ამ ადამიანების უზარმაზარ ტემპერამენტს, უჩვეულო ჯანმრთელობას, მოჭარბებულ ენერგიას გამოსავალი სჭირდება, რეკომენდირებულია სპორტი, სამხედრო საქმე და ყველა ის სფერო, რომელიც რისკთან, ძალასა და საფრთხესთან არის კავშირში.
ისინი აზარტულები არიან, გამარჯვება მოსწონთ. სპორტსა თუ თამაშებში საზარელი მეტოქეები არიან, მაგრამ სპორტი სადაც სტრატეგიაა საჭირო მათი არც ისე ძლიერი მხარეა, უბრალოდ იმიტომ, რადგან მიდრეკილნი არიან მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებას. თუ ეს ადამიანები ამ კუთხით არ იყენებენ თავიანთ ენერგიას, მაშინ საშინელ ოპონენტებად იქცევიან და თუ საერთოდ ვერ ნახა ამ ენერგიამ მიმართულება, მაშინ ჩხუბისთავები ხდებიან, კონფლიქტებს დაეძებენ, ქარის წისქვილებს ებრძვიან, ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ და სულ ფათერაკებში ეხვევიან.
თუმცა სწორი მიმართულების პოვნის შემთხვევაშიც ძლიერი და უშიშარი ადამიანები არიან, არასოდეს უფრთხიან კონფლიქტს და თუ ამ ზედაპირს მოაშორებთ აღმოაჩენთ არც ისე საიმედო ხალხს, რომლებიც ყველა ძალას იყენებენ, რათა საკუთარ თავს დაუმტკიცონ რაღაც.
ამ უზარმაზარ ენერგიას სუბლიმაცია და რეჟიმი სჭირდება.
რადგან აქ ორი მამრობითი სქესის პლანეტის შეერთება გვაქვს, ამ ასპექტით დაბადებული ხალხი განსაკუთრებით მამაკაცურად ამჟღავნებენ თავს მიუხედავად სქესისა. სიყვარულში მონადირეობა უყვართ, უნდათ თავად აირჩიონ და თავად დასდევდნენ პარტნიორს.
გიჟდებიან მოპოვების პროცესზე და თუ გინდათ, რომ ყურებით დაიჭიროთ, მუდმივად დაბრკოლებები უნდა შეუქმნათ, მათ მუდმივად უნდა ეშინოდეთ თქვენი დაკარგვის. ეს მათთვის პრობლემა კი არა, გამოწვევაა.
ცნობილი ადამიანები : ბილი ბობ ტორნტონი (ლომში), მეტ დილონი, ბენ აფლეკი, კამერონ დიაზი, სალვადორ დალი, მარკ ტვენი …
მოამზადა დოჩი გოგოხიამ
თუ მოგეწონათ სტატია – დააშეარეთ!