მზე
მზეს 365 დღე სჭირდება ციკლის გასავლელად და 30 დღეს ატარებს თითოეულ ნიშანში. ის ერთი სისწრაფით მოძრაობს და როგორც დედამიწიდან ჩანს რეტროგრადული არასდროს არ არის (არც მთვარე). ეს ორი მნათობი უკან არასოდეს იხევს უკანასკნელი ცეკვის დროს იმ ზოდიაქოში, საიდანაც გამოდის.
ის 150 მილიონი კილომეტრითაა დედამიწიდან დაშორებული.
ელემენტი: ცეცხლი.
ბუნება: ცხელი და მშრალი.
მართავს: ლომს და ეგზალტირებულია ვერძში.
გამოხატავს: მამას, ქმარს და წინამძღოლს.
ტემპერამენტი: ქოლერიკი.
ხასიათის თავისებურება: ემოციურობა, აქტიურობა, გზნება.
მზე არის ადამიანის ეგო, მისწრაფებები, შინაგანი სამყაროა, სურვილი თუ როგორი უნდა რომ იყოს, განსხვავებით ასცედენტისგან, რომელიც სხვების მიერ შედგენილი იმიჯია.
მზე პიროვნების მამაკაცური საწყისია (იანი), მამრობითი სქესის ფიგურებს გამოხატავს და სწორედ ამ როლს აკისრებს ადამიანს სქესის მიუხედავად. თუმცა უფრო მნიშვნელოვან როლს მამაკაცის რუკაზე თამაშობს.
ის სითბოს სიცოცხლისა და სინათლის ვარსკვლავია. თავის შვილებს სიმამაცეს, ლოიალობას, კეთილშობილებას და სულგრძელობას, მაგრამ ამავე დროს სიამაყეს, ამპარტავნებასა და ეგოიზმსაც ანათლავს.
ქალის რუკაში მზე ყოველთვის მამის სიმბოლოს, და მოგვიანებით ქმრის სიმბოლოდ წარმოგვიდგება. მზე- ეს ქალის მამაკაცის იდეალია.
ასოცირდება ახალგაზრდობასთან – ცხოვრების იმ პერიოდთან, როცა სავსე ვართ ამბიციებით, იმედებით, ცოდნის წყურვილით…