დედამიწის ცენტრის საიდუმლო ქალაქი – ,,აგარტა,,
ის, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მიკრო სამყარო მაკრო სამყაროს იდენტურია, ამას დიდი ხანია ამტკიცებს როგორც კვანტური ფიზიკა და სხვა მეცნიერებები, ასევე ეზოთერიკა და ასტროლოგია… მეცნიერთა ყველაზე სენსაციური აღმოჩენა გახდა ის, რომ მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ისიც მიკრო დონეზე ენერგიაა, უბრალოდ მატერია არის ენერგიის კრისტალიზება და უხეში გამოვლენა და რომ მართლაც მიკრო დონეზე არის მოლეკულა, მერე ატომი, მერე ატომის ბირთვი, რომლის გარშემო არის სიცარიელე და ბრუნავს ელექტრონი და ეს ატომის ბირთვიც არის ენერგია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით არსებობს თეორია, რომ თავად პლანეტასაც – როგორც დიდ მაკრო ორგანიზმს, აქვს ატომის სტრუქტურა, ანუ ის შიგნიდან ცარიელია, რომლის ცენტრშიც ბირთვია.
ანუ დედამიწის შიგნით არსებობს შიდა კოსმოსი… მიწისქვეშა სამყარო, სულიერი ცენტრი, რომელიც ინახავს დასაბამ სიბრძნეს, სადაც დიდი ხნის წინ დედამიწაზე დაეშვნენ სამყაროს სრულყოფილი და განვითარებული არსებები. მათი დავალება იყო – შეექმნათ შესაბამისი პირობები და მოემზადებინათ პლანეტა ადამიანთა საცხოვრებლად. მათ, (დედამიწის ისტორიაში პირველად) დედამიწის შიგნით გააშენეს ქალაქი სახელად “აგარტა” და იქ დასახლდნენ.
აგარტაში შესასვლელი რამოდენიმე გზა გადის დედამიწის ქერქში, გვირაბების სახით, თუმცა თავისუფლად ვერავინ შევა და არც ვინმეს შეუშვებენ. როგორც ცნობილითითოეული კონტინენტიდან თითო ჩასასვლელია არსებობს, თუმცა ყველაზე გასაოცარი და შეუცნობელი შესასვლელები პოლუსებიდანაა… არის ერთი უზარმაზარი ხვრელი ჩრდილო პოლუსზე, რომელიც ხანდახან ყინულით იფარება, ხოლო მეორე ხვრელს – ანტარქტიდის ყინულები ფარავს. ფაქტია, რომ ორივე შესასვლელი შიგნიდან არის ჩაკეტილი და უცხოების მიერ ნებისმიერი შიგნით შეღწევის მცდელობა კრახით სრულდება.
საყურადღებოა ისიც, რომ დედამიწის მაგნიტური ველის წყარო, რაც მას უამრავი კოსმოსური რადიაციისა და მზის ქარიშხლისგან იცავს, შიგნით მდებარეობს. იგივე ჩრდილოეთის ციალი, რომელიც ქმნის რკალს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ირგვლივ, ზუსტად იმ ადგილიდან ამოდის, სადაც რამდენიმე ინფორმაციის მიხედვით აგარტაში შესასვლელია დაფარული.
არის ინფორმაცია, რომ დედამიწის შიგნით დღემდე, ახლაც არსებობს და ცხოვრობს ,,ზე,, განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც კონტაქტში ძალიან იშვიათად შემოდის და ჩვენი ცივილიზაციის საქმეებში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს ერევა.
ზოგი მკვლევარის აზრით პირველად ედემი სწორედ იქ გაშენდა და დღემდე ფიზიკურ დონეზეც კი არსებობს… იქნებ ვეშაპის მუცელიც, სადაც იონამ სამი დღე და ღამე დაჰყო, სწორედ დედამიწის შუაგულში მდებარე ქალაქი აგარტაა? … შესაძლოა ეს იყოს ადამისა და ევას პირვანდელი სამყოფელიც, საიდანაც გამოაძევეს
გადმოცემით აგარტის ბინადარნი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერსს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს. ახლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას ოდესღაც მე-5 პლანეტა იყო.
როგორც ვიცით თითოეული პლანეტა ასოცირდებოდა მთავარანგელოზთან, ამჟამად ცნობილია 9 პლანეტა, ასევე, ბიბლიაში არის 9 ანგელოზი.
ამ პლანეტაზე ნათქვამია, რომ ის ძალიან დიდი მოცულობის იყო და გრავიტაციული ველიც, შესაბამისად, დიდი ჰქონდა, ჰყავდა უამრავი თანამგზავრი, მათ შორის ასევე ბევრისთვის კარგად ცნობილი ..ლილიტი,,. სხვა და სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ მისი განადგურება რომ არა, მას შეიძლება მზის სისტემა დაეშალაო, ანუ მისი გრავიტაციული ველი სხვა პლანეტებსაც თავის გარშემო მოაქცევდაო და ფაქტიურად, მეორე მზესავით იქნებოდაო. თუმცა, თუ სამყაროსეულ კანონებს გავითვალისწინებთ პლანეტასაც აქვს რამოდენიმე სხეული, მათ შორის არამატერიალურ დონეზე, ანუ ზემოთნახსენები პლანეტა ლუციფერი, ასტრალურ დონეზე, დღესაც განაგრძობს არსებობას…
… სწორედ ამ ცნობებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწის შუაგულში, აგარტის მცხოვრებნი არიან დემონები (დაცემული ანგელოზები), რომლებიც ფლობენ ყველანაირ ტექნოლოგიას და დრო და დრო ამოდიან დედამიწის ზედაპირზე. ხოლო სხვა ვერსიის თანახმად, მათ პირიქით, ნათლის მსახურებს, ანგელოზებს ეძახიან.
ახლა კი ისევ დედამიწის ცენტრს დავუბრუნდეთ. სიცოცხლე დედამიწის ცენტრში სულაც არ უარყოფს ცენტრული გრავიტაციის თეორიას, რომლის თანახმად გრავიტაცია ცენტრისკენ არის მიმართული, ეს მართლაც ასეა, მაგრამ რას წარმოადგენს დედამიწის ცენტრი?
მეცნიერთა გადმოცემით ეს არის ბირთვი, გავარვარებული მასა, თუმცა, ბევრი მეცნიერის მტკიცებით ეს ასე არ არის, დედამიწის ცენტრს წარმოადგენს ე.წ. “ცენტრული მზე”, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვენი მზისგან. “ცენტრული მზე” – ეს არის უდიდესი ენერგია, რომელიც აწვდის სითბოსა და სინათლეს ცენტრში არსებულ სიცოცხლეს.
იქნებ სწორედ ამაზეა საუბარი ქართულ ლექსშიც „მზე შინა და მზე გარეთა…“?
შიდა მზეში მოიაზრება დედამიწის შუაგულში არსებული უდიდესი ენერგია, სინათლე, ხოლო გარე მზეში კი ჩვენი გალაქტიკის მზე… ამ ორ მზეს შორის კი, გრავიტაციულ – ენერგეტიკული გაცვლა, მათი ენერგიების მუდმივად გადინება – შედინება ხდება, ისევე, როგორც ჩვენი დედამიწის ზედაპირსა და დედამიწის შიგნით მცხოვრებლების ენერგიის გაცვლა აზრობრივ დონეზე…
მოამზადა მეგი ნინიკაშვილმა