ასტროლოგიური მაღაზია

მზე პირველ სახლში

მზეьლიზ გრინი ამბობს: პირველი სახლი რუკის ყველაზე ჩამოაუყალიბებელი სახლია და ფორმირების პროცესშია. ის სიმბოლოა დაწყების და ინოვაციის.

ასცედენტი რუკაში შესასვლელი კარია და ძალიან რთულია პირველი სახლის პლანეტების დამალვა. ასე რომ თუკი მზე ამ სახლშია, არის ტენდენცია, რომ რუკის მფლობელს ძალიან დიდი სურვილი აქვს ყოველთვის გამოხატოს საკუთარი თავი, ჩრდილში ყოფნას ვერ იტანს.

პირველი სახლის მზის ენერგია გამოხატულებას ჰპოვებს თქვენს მოტივაციაში აღმოაჩინოთ, შეისწავლოთ და წარადგინოთ საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე. ამ სახლთანაა დაკავშირებული ყველაფერი, რაც თქვენს ეგოს ეხება. შესაბამისად, თქვენ იმ იმიჯთან იგივდებით, სხვებს რომ წარუდგენთ. დიდ შთაბეჭდილებას ახდენთ ხალხზე – გაქვთ ,,წარმოსადეგობა“ – და ეს იცით. ხართ მებრძოლი, ოპტიმისტი. საკუთარ მოქმედებაზე პასუხს თავად აგებთ, დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, გაქვთ კარგად განვითარებული ეგო, ლიდერობის, ინოვატიის უნარები და ძალიან გსურთ საკუთარი თავის გამოხატვა.

მზის რთული ასპექტების დროს (პლუტონთან, სატურნთან…) არის შესაძლებლობა, რომ პირიქით – მორცხვი, მორიდებული ადამიანი დაიბადოს, რომელსაც უჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, აკლია საკუთარი თავის რწმენა, სიმამაცე და თავდაჯერება. მაგრამ მათ აუცილებლად უნდა გაითავისონ, რომ ლიდერობისთვის, ბრძოლისთვის, გამარჯვებებისთვის არიან შექმნილნი და რამდენიც არ უნდა ეძებონ ჩრდილი, ბედნიერებას მხოლოდ მაშინ იპოვიან, როდესაც საკუთარი თავის გამოხატვას მოახერხებენ, გაიმარჯვებენ შიშზე და არ იფიქრებენ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი