ასტროლოგიური მაღაზია

მზე – ორსულობის პირველი თვე

მზეჩასახვის წამიდან წარმოიქმნება სულის პირველი გარსი – ღვთიური ცეცხლი აღწევს თქვენში და დებს ბავშვში თავის „მეს“, პოტენციალსა და სასიცოცხლო ენერგიას. ეს თვე მზის ზეგავლენის ქვეშ მიმდინარეობს.

ასტროლოგიაში მზე ადამიანის სულის მაჩვენებელია. ის აკავშირებს პიროვნებას კოსმიურ ცეცხლთან, აძლევს სასიცოცხლო ძალას, ავსებს უხვობით, გულახდილობით და კეთილშობილებით. ან ტვირთავს ზედმეტი თავმოყვარეობით, პრიმიტიული ეგოისტური ნარცისიზმით, როდესაც ადამიანი იღწვის იყოს მუდამ ყურადღების ცენტრში.

მზე ცხოვრებაში წარმატებას ან წარუმატებლობას განსაზღვრავს. ფიზიკურ და შემოქმედებით ბუნებას, სასიცოცხლო ძალის დონეს და სულიერ პოტენციალს.

ამიტომ, ბავშვის ჩასახვამდე მომავალ მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ: თქვენ თვითონ შეგიძლიათ დადებითი არსების მოზიდვა.

თუმცა, თუ უკვე ორსულად ხართ მაქსიმალურად შეეცადეთ გამოასწოროთ ან კიდევ უფრო გაამდიდროთ თქვენი შვილის მზიური ბუნება.

ძველი ხალხი ბავშვის ჩასახვამდე პერიოდს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. ამ დროს უარყოფითმა აზრებმა და სიტყვებმა უნდა დატოვოს თქვენი არსება.

დედაც და მამაც მხოლოდ დადებითზე და ბედნიერების შეგრძნებაზე უნდა იყოს განწყობილი. იზრუნეთ შვილის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე მის დაბადებამდე.

გახსოვდეთ, როგორც იქცევით თქვენ, ისეთივე ჩამოყალიბდება ბავშვი. მზე ადამიანის გულთანაა დაკავშირებული.

პირველსავე თვეში, როდესაც ჩანასახს ჯერ სახე და კიდურებიც კი არ გააჩნია – ძგერს მისი გული. სწორედ ეს გულისცემა განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ გზას. პირველ თვეში ადამიანში მამაკაცური საწყისი „იან“ ფორმირდება და ყალიბდება შეგნება, დამოკიდებულება მამასთან.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი