ასტროლოგიური მაღაზია

მზე მეხუთე სახლში

მზეგინდათ რომ თქვენი უნიკალურობა, განსაკუთრებულობა და კრეატივი სხვებმაც შეამჩნიონ.

უბედნიერესი ხართ როცა საკუთარ თავს გამოხატავთ და სანაცვლოდ სათანადო ყურადღებას იმსახურებთ.

მიდრეკილი ხართ დრამისკენ და სპორტისკენ. გიყვართ თქვენი დროსტარებისმოყვარე ხასიათი და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება. თქვენი ხასიათი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეგამჩნიონ, თუმცა მაინც ეცადეთ საკუთარი თავის გამოხატვის შემოქმედებითი გზა ნახოთ – სწორედ ამაზე გადის თქვენი გზა ბედნიერებისკენ.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში: თქვენი დრაივი თავგადასავლებისა და რისკის სიყვარულში, გამბედაობაშიც შეიძლება გამოვლინდეს. უდიდესი შინაგანი ენერგია არ გასვენებთ და დაჟინებით ითხოვს სოციალურ, რომანტიულ გაბედულ აქტივობებში გამოვლენას. ჰაერივით გჭირდებათ ენერგიის ხარჯვა და შესაძლებლობების, ტალანტების გამოვლენა.

ეს შესაძლოა იყოს ხელმძღვანელობა, ხელოვნება, სპორტი, გართობა.. ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საკუთარი თავის გამოხატვისა და თავისუფლების ძიების საქმეში. ბავშვებს უდიდესი როლი აქვთ თქვენს ცხოვრებაში და სიყვარულიც ერთერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალაა თქვენი.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი