ასტროლოგიური მაღაზია

მზე მეცხრე სახლში

მზეთქვენ სამყაროს ამოხსნისა და შემეცნების ინტერესით ცხოვრობთ. გაქვთ დიდი იდეალები და თვალი ჰორიზონტზე გიჭირავთ. წინ იყურებით, მომავალზე ფიქრობთ და ხანდახან მოუსვენრობა გიპყრობთ.

ამაყობთ ცოდნით და ზნეობით, თუმცა ეცადეთ მორალისტობაში არ გადაგეზარდოთ ცოდნის გაზიარების ენთუზიაზმი. თუკი ამ ენერგიას სწორად იყენებთ – ტოლერანტული, თავგადასავლების მოყვარული, ცნობისმოყვარე ადამიანი იქნებით, რომელსაც ადამიანებსა და ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესოს დანახვა სურს.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში: მოწყურებული ხართ ცოდნას, რომელიც საკლასო ოთახის კედლებს ცდება. ცოდნის დიდ ნაწილს ხალხისგან, უცხო კულტურებისგან და უცხო მიწებისგან იღებთ. მიდრეკილი ხართ ენების ადვილად ათვისებისკენ, რაც შესანიშნავ თარჯიმნად გაქცევთ. შესაძლოა ერთ აკადემიურ ხარისხზე მეტიც მიიღოთ და ლექტორის ან მასწავლებლის სამსახური შეითავსოთ. თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი ის არის, რომ აცნობიერებთ, ყოველი კაცი ძმაა ერთმანეთის, რომლებსაც ისევ მათ მიერვე აშენებული შეზღუდვები აცილებთ ერთმანეთისგან.

გააზიარეთ თქვენი სიბრძნე, დაეხმარეთ ადამიანებს ცრურწმენებისა და ფანატიზმის დაძლევაში, რომელიც მათ სულიერ ზრდას აბრკოლებს.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი