ასტროლოგიური მაღაზია

მზე მეშვიდე სახლში

მზეთქვენ ამაყობთ თქვენი ჰარმონიული ურთიერთობებით, მოლაპარაკებების წარმოების, შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებით.

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – პარტნიორის ყოლაა, მის გარეშე სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობთ თავს, სულ გაქვთ შეგრძნება, რომ რაღაც გაკლიათ.

თქვენი მოტივაცია სხვების სიმპატიის დამსახურებაა და ყველაზე მეტად უარყოფას განიცდით. თქვენი ამოცანაა, ეცადოთ ჰარმონია და სხვების აზრი საკუთარ საჭიროებაზე ზემოთ არ დააყენოთ. ისარგებლეთ თქვენი სოციალური უნარებით, ეძებეთ მშვიდობიანი ურთიერთობები, მაგრამ ზედმეტად ნუ გააიგივებთ საკუთარ თავს თქვენს კომპანიასთან და იმ პიროვნებასთან, როგორადაც სხვები აღგიქვამენ.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში: ყველაფერი ბევრად უფრო უკეთ გამოგდით როდესაც დავალებებს სხვებთან ერთად ჰკიდებთ ხელს, ვიდრე მაშინ, როდესაც მარტო მოქმედებთ.

გიყვართ გაზიარება და საკუთარ თავს მთლიანად პარტნიორულ ურთიერთობებს უძღვნით.

აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას თქვენი კარგი მანერების, მომხიბვლელობისა და ურთიერთობების ჰარმონიზაციის უდიდესი ნიჭის წყალობით, თუმცა უნდა ისწავლოთ, რომ მიზნებზე უარი არ თქვათ თვქნი რბილი და დამყოლი ხასიათის გამო.

ეს ასტროლოგიური პოზიცია აგრეთვე წარმატებული ქორწინების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. არ იჩქაროთ და ნუ გამოიჩენთ მოუთმენლობას, დაპირებული წარმატება მხოლოდ მოწიფულობასთან ერთად მოვა, კარგად აწონვისა და ჩამოყალიბების შემდეგ. თქვენ ავტორიტეტულ, ძლიერ და ნიჭიერ ადამიანს აირჩევთ, რომლითაც იამაყებთ.

წარმატებები მოსალოდნელია სასამართლოებსა თუ იურიდიულ დავებშიც.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი