ასტროლოგიური მაღაზია

მზე მეექვსე სახლში

მზეის რასაც თქვენ სამსახურში აკეთებთ, მომსახურება, რომელსაც გვთავაზობთ უმნიშვნელოვანესია თქვენი იდენტობისთვის. კარგად რომ იგრძნოთ თავი, საკუთარი თავით კმაყოფილი რომ იყოთ, ყოველდღიური აქტივობებით უნდა იყოთ დაკავებული, იმ საქმის კეთებით რომლითაც შეიძლება იამაყოთ. ეცადეთ შესაფერისი და ღირსეული გზა იპოვოთ თქვენი ამ ნაწილის გამოვლენისთვის.

სიფრთხილე გმართებთ პროფესიის არჩევისას, – თქვენ გჭირდებთ სამსახური, სადაც საკუთარი თავის გამოვლენას მაქსიმალურად შეძლებთ.

ძალიან მგრძნობიარე ხართ ნებისმიერი პატარა კრიტიკის მიმართაც კი, რომელიც თქვენს საქმიანობას, თქვენს გაკეთებულ საქმეს ეხება და ყოველთვის მაქსიმუს ავლენთ, როდესაც საკუთარ განრიგს თავად ადგენთ, თავად გეგმავთ. ის პოზიტიური ,,ფიდბექი,, თქვენი სამსახურის სანაცვლოდ რომ იღებთ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეცადეთ სხვების შეფასებასთან არ გააიგივოთ თავი – რაღაცის კარგად კეთების მოტივაცია შიგნიდან უნდა მოდიოდეს.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში: მეექვსე სახლის მზის ენერგია მთელს თქვენს სასიცოცხლო ძალებს მომსახურების სფეროსკენ მიმართავს, რაც თქვენს პერსონალურ კმაყოფილებას იწვევს. გიყვართ მუშაობა და რთული გამოწვევები. ეძებთ სრულყოფილებას, აკეთებთ მაქსიმუმს, რამაც შესაძლოა კარგად ანაზღაურებად საპასუხისმგებლო თანანმდებობებამდე მიგიყვანოთ. შესაძლოა კრიზისული სიტუაციებიც გქონდეთ, მაგრამ თქვენ მათ სიმტკიცითა და შეუპოვრობით დაძლევთ.

მზე მეექვსე სახლში ხშირად დაკავშირებულია ჯანმრთელობის საკითხებთანაც. შესაძლოა სუსტ ჯანმრთელობაზე, ავადმყოფობასთან ბრძოლაზე, სხვადასხვა ავადმყოფობების დაძლევაზე მიუთითებდეს.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

 

ავტორი

დატოვეთ კომენტარი