ასტროლოგიური მაღაზია

მზე მეათე სახლში

მზე

მიზნისკენ, წარმატებისკენ, ცოდნის მიღებისკენ, საზოგადოებაში ადგილის მოპოვებისკენ სწრაფვა თქვენი განუყრელი ნაწილია.

არაკომფორტულად გრძნობთ თავს ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც სხვისგან იღებთ დავალებებს. საკუთარ ამბიციებს და ავტორიტეტისკენ სწრაფვას სრულიად ცივი გონებით აანალიზებთ. ქმნით კარიერას, რომლის ბოლო საფეხური არის პოზიცია, სადაც კი არ გმართავენ, არამედ თქვენ მართავთ.

აუცილებელია შეეგუოთ თქვენს ამბციურ ,,მე,,-ს, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ გაიგივდეთ იმ იმიჯთან, რომელიც რეალურად არ ხართ.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში: თქვენში სხვების მართვის და პროფესიონალიზმის დიდი პოტენციალი დევს. ძალიან დიდ ენერგიას დებთ საქმეში და წარმატებული კარიერაც გექნებათ.

შეგიძლიათ გახდეთ საზოგადოების თვალი და მოიხვეჭოთ დიდება, რითაც ყველაზე მეტად იამაყებთ. წარმატებული იქნება თქვენი მოღვაწეობა პოლიტიკაშიც.

რაც შეეხება ოჯახს, – ადვილი არ არის თქვენი გულის მოგება და არასოდეს იცხოვრებთ იმასთან, ვინც თქვენს ღირსად არ მიგაჩნიათ. სავარაუდოდ გეყოლებათ კარგი სოციალური სტატუსის მქონე განსაკუთრებული პარტნიორი, ვისაც სიამოვნებით გაუზიარებთ თქვენს ცხოვრებას.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი