მზე – ზოგადი დახასიათება
მზის სისტემის ცენტრალური პლანეტაა, რომელიც ადამიანის ცენტრს წარმოადგენს და გვევლინება როგორც სიცოცხლის საწყისი, სული. მზის დატვირთვა პირად რუკაში ძალზედ მნიშვნელოვანი და გავლენიანია.
პირად რუკაში, რომც არ არსებობდეს სხვა პლანეტების ზემოქმედება, (რაც შეუძლებელია) მზის გავლენა მაინც მოგვაწვდიდა ინფორმაციას ჩვენს მახასიათებლებზე და გვეტყოდა თუ ვინ ვართ.
მზის მონაცვლეობითი განლაგება ახდენს ადამიანებში ზოდიაქოს ნიშანთა წოდებრივ განაწილებას. მაგალითად, თუ დაიბადეთ 4 ივლისს, ითვლებით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულად, რადგან ყოველთვის, ამ დღეს, წლის განმავლობაში, მზე იმყოფება კირჩხიბის თანავარსკვლავედიში, ხოლო თუ თქვენ დაიბადეთ 1 იანვარს, ამ დროს მზე თხის რქის თანავარსკვლავედში განთავსდა და ამიტომ, ადამიანი გვევლინება როგორც თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი. მზე მართავს ლომის ნიშანს და მე-5 სახლს. გასათვალისწინებელია, რომ პირად რუკაში, მზის ეს განლაგება ძალზედ ძლიერად ავლენს თავს.