ასტროლოგიური მაღაზია

მე და ჩემი ასტროლოგია

ასტროლოგია
ჩემი 3 წლის ძმიშვილს ვკითხე, ისე უბრალოდ, რა არის ასტროლოგია და სრული სერიოზულობით მიპასუხა: ”ასტროლოგია არის მადაგასკარი,სადაც ბევრი ბურთებია.ზემოდან ჩამოვსიალდები და ამ ბურთებში ჩავსიალდები.”

რა თქმაუნდა გამეცინა ამ პასუხზე,მაგრამ მივხვდი რომ საზოგადოების უმეტესობას სწორედ ასე ესმის ასტროლოგია.ზოგს საერთოდ მკითხავ ”ზინასთან” აქვს გაიგივებული.

ზოგი კი,ალბათ უფრო ის რომელსაც ფანტაზიის უნარი ცოტათი დაქვეითებული აქვს, საერთოდ ვერც მდაგასკარში ხედავს ასტროლოგიას და ვერც ”ზინას” უკავშირებს.

მისთვის ასტროლოგია უბრალოდ არ არსებობს.ზოგს ეს ცოდვად მიაჩნია და იმის მომხრეც არის ცეცხლზე დაწვან ყველა ვინც კი უბრალოდ ერკვევა ასტროლოგიაში.

ზუსტად არ ვიცი როდის დაიწყო ჩემი დაინტერესება ასტროლოგიის მიმართ, მაგრამ მახსოვს წიგნში წაკითხული მერწყულის დახასიათება ბოლოს იმდენად გავდა ჩემს ავტოპორტრეტს , აღვშფოთდი კიდეც.

თანდათან მეგობრების, ოჯახისწევრების თვისებებიც დავინახე სხვადასხვა ნიშნებში.მაგალითად მამაჩემტან გამოცხადებული სამოქალაქო ომი, ბოლოს იმით ავხსენი, რომ ქალწული იყო და მის დალაგებულ და სრული სიზუსტით აწყობილ აზროვნებას ვერაფრით ვერ ვეგუებოდი.

გასაკუტრებით მის მიერ დაწყობილ დოგმებს და კანონებს.ვერაფრით ვერ ვხვდებოდი წასვლამდე 3 საათით ადრე რატომ იცმევდა და შემდეგ ესეთი გამოწყობილ და გაპრიალებული რატომ ელოდა დარჩენილ 2 საათს წასვლისთვის.

დედაჩემთან ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობა მქონდა და მის სენტიმენტალურ ხასიათს უკავშირებ თევზების ზოდიაქოს ნიშანს.ყველაფერი გულტან ახლოს მიჰქონდა. მაგალითად მეგობრის დაქალის ძმიშვილმა შემთხვევით ხელი გაიჭრა და უბედური სისხლისგან რომ დაცლილიყო ვერ გადარჩებოდა.

მორიელის ნიშნით დაბადებულებტან რატომღაც ყოველთვის კომფლიკტი მიწევდა და ხანჯლაობაში გადასული ვხვდებოდი რომ ეს უკანასკნელნი საშინლად მშხამავდნენ.მაგრამ ხშირად სამართლიანად და ბოლოს ამ სამართლიან შხამტან გამკლავებაც ვისწავლე.ყველა ვინც ჩემს გულს ცოტათი მაინც მიუახლოვდა, ლომის ნიშნით დაბადებული აღმოჩნდა და მეგობრობა თითქმის ამ ნიშანმა მასწავლა.

ასტროლოგიის მიმართ ინტერესმა, გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო ჩემი რელიგიის მიმართ დამოკიდებულება.ადამიანებს ზოგჯერ გვიჭირს რაღაცეების აღიარება, გვეშინია და თვალსაც ვხუჭავთ ბევრ რამეზე.ერთმა ჩემმა ნაცნობმა საერთოდ წარმართად გამომაცხადა და ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი მართლმადიდებლობა, მხოლოდ იმიტომ რომ ასტროლოგიის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ამან ცოტათი შემაშინა.წარმოვიდგინე როგორ მწვავენ ცეცხლზე და უმტკიცებენ ხალხს, რომ ბოროტი ალქაჯი ამის გამო ჯოჯოხეტში მოხვდება. ეს წარმოდგენა უბრალოდ ჩემი უსაზგვრო ფანტაზიის ბრალია,თორემ ჩემგან ალქაჯი ისე გამოვა, როგორც ჰიტლერისგან სტრიპტიზის მოცეკვავე.

მოკლედ არააქვს მნიშვნელობა ასტროლოგიას ვინ როგორ აღიქვავს. არც იმას ვინ სად პოულობს ჭეშმარიტებას.ყველას თავისი კარმა და შესასრულებელი მისია აქვს, მაგრამ მე მჯერა ასტროლოგიის კანონების. მჯერა ჩემი მფარველი ანგელოზის და ჩემი მაცდუნებელი ძალის.მჯერა ჩემ პირად ჰოროსკოპში ჩადებული ინფორმაციის და ისიც მჯერა რომ ჩემი ნებაა როგორ ვმართო ეს ინფორმაცია და საკუთარი თავი.

ერთმა ადამიანმა მითხრა ასტროლოგიის დაინტერესებამ თითქოს უფრო გამიღრმავა ღმერთის რწმენა და მოძღვართან მივედი სასაუბროდო. მოძღვარმა მოუსმინა და იცით რა უთხრა: ”ყველაფერი სწორად გაგებული მიგიყვანს ღმერთთან”

ყველას გისურვებთ ღმერთისკენ სიარულს…

მოამზადა რუსკა მერწყულმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ukacravd. romel mamaostan iyavit vedeb asets.madloba.