ასტროლოგიური მაღაზია

მესაზღვრე ნიშნების შესახებ

მესაზღვრე_ნიშნებიადამიანის პირად ჰოროსკოპში მზე _ ძირითადი მანათობელია, რომლის მეშვეობითაც ზოდიაქოს ნიშანს ვსაზღვრავთ. საერთოდ მზე, მუდმივ მოძრაობაშია და არასდროს არის რეტროგრადული (უკან მოძრავი (პირობითად), როგორც სხვა პლანეტები). ის თანმიმდევრულად ინაცვლებს ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში, რომლის დროსაც კარგავს გავლილი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს და მომდევნო ზოდიაქოს ნიშნის თვისებებით აღივსება.
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ, მაგ.: ვერძის ზოდიაქოს ბოლო გრადუსებში (17-20 აპრილი), მეტ-ნაკლებად ატარებენ შემდგომი ნიშნის, კუროს თვისებებს; ხოლო კუროს ზოდიაქოს ნიშნით პირველი სამი დღის განმავლობაში (21-23 აპრილი) დაბადებულნი, საკუთარ ხასიათ

ში ავლენენ წინა ნიშნის (ვერძის) ნიშან-თვისებებს. ასეთი ადამიანები, ატარებენ რა საკუთარ თავში ორი ნიშნის დამახასიათებელ თვისებებს, გამორჩეულნი ხდებიან, ვინაიდან მათ ერთდროულად ორი ნიშნის მფარველი პლანეტები (ვენერა და მარსი) მართავენ, რაც მათ, როგორც დიდ ნიჭიერებას, ასევე ხასიათის სირთულესაც სძენს. ამგვარ პერიოდებში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები მესაზღვრეებს უწოდებენ.

წაიკითხეთ ასევე: მესაზღვრე ნიშნების ჰოროსკოპი

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. morieli mshvildosani