მერწყული – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მერწყული
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი ემოციურობას შეგმატებთ. მიუხედავად ამისა, მაინც დინჯად მოახერხებთ წინსვლას როგორც კარიერულ ისე სასიყვარულო ფრონტზე. გახსნილი იყავით ურთიერთობებში და უარს ნუ იტყვით შემოთავაზებულ დახმარებაზე. თქვენ ხშირად გჭირდებათ ადამიანი ვისაც დაეყრდნობით. თანაბრად გადაანაწილეთ ყურადღება მეგობრებსა და ოჯახზე უფრო მეტი დრო კი საკუთარ სულიერ განვითარებასა და ზრდას დაუთმეთ. ჩაერთეთ კულტურულ პროცესებში და იკითხეთ ბევრი.
კარიერა
2014 შემოქმედებითი აფეთქების საშუალებას მოგცემთ. არ დაზოგოთ თავი და ნუ მოერიდებით თვითგამოხატვას. სამსახურში ხშირად სწორედ თქვენი იდეები და საკითხის გადაჭრის თქვენეული ხერხები სჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. და დაგეგმეთ ყოველი სამუშაო დღე, მეტი წარმატებისთვის. კარგი პერიოდია კარიერული ზრდისათვის და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად მოინდომებთ გაზრდას.
სიყვარული
ემოციები და გრძნობები პიკს მიაღწევს, ეს წელი იქნება დაუვიწყარი, ყველაზე არაორდინალური თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის. თამამი და ღია იყავით რჩეულთან. დალაგებული პირადი ცხოვრება პირდაპირკავშირში იქნება თქვენს პროფესიულ წარმატებასთან.
ფინანსები
არ გირჩევთ წელს კრედიტის აღებას და სხვის ხარჯზე რამის გაკეთებას. თუ ფინანსური საშუალება ხელს არ გიწყობთ, შეეცადეთ უარი თქვათ სურვილებზე. ნუ გაფლანგავთ შრომით მოპოვებულ ფულს. გაუფრთხილდით თითოეულ ლარს და ლარი გაგიფრთხილდებთ თქვენ… ნუ დაგავიწყდებათ, ფულს თავისი ენერგეტიკა აქვს და არ უყვარს, როდესაც ჰაერში ისვრიან.
ჯანმრთელობა
ნუ გადაიღლებით. ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება საუკეთესო არჩევანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მოერიდეთ ანტიბიოტიკების მიღებას და ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად მკურნალობას.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან