ასტროლოგიური მაღაზია

მერწყული – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

მერწყული_20132013 მერწყულთათვის სახლის საქმეებისა და ოჯახური თავგადასავლების წელი იქნება, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას წაიღებს, შესაძლებელია გადაწყვიტოთ მთელი სახლის გარემონტება, ახალი კოტეჯის აშენება, ან საერთოდაც სხვა ნებისმიერი საქმის წამოწყება, რომელიც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის იქნება სიკეთის მომტანი.

ეს ყველაფერი დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მოუტანს როგორც თავად მერწყულებს, ასევე მათ გარემოცვას, ოჯახურ ურთიერთობებში კი ხელს შეუწყობს გრძნობების განახლებასა და გამყარებას.

მერწულებს ძალიან უყვართ როდესაც აქებენ და ამის შესახებ მათმა გარემოცვამ საკმაოდ კარგად იცის. ამიტომ, ელოდეთ ბევრ შექებას და სიამაყით წარმოთქმულ უამრავ სიტყვას თქვენ შესახებ რადგან ამას ნამდვილად დაიმსახურებთ : )

იმ შემთხვევაში, თუ რამე მიზეზის გამო არ გაკმაყოფილებთ საკუთარი თავი, მშვენიერი პერიოდია მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დიეტის დასაცავად, სწავლის დონის გასაუმჯობესებლად, სულიერი განვიათარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასანაცვლებლად. ყველაფერი თქვენს ხელშია და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მართოთ დადებითი ემოციებისა და მოვლენების შემოდინება თქვენს ცხოვრებაში.

ნებისმიერ საქმიან წამოწყებას მოეკიდეთ სერიოზულად. ისე, რომ სანამ თქვენ ფიქრის ან გადაფიქრების ფაზაში იქნებით ვინმე სხვამ არ გააკეთოს თქვენი გასაკეთებელი. 2013 წელი კარგი იქნება 2012ში წამოწყებული პროექტების გასაგრძელებლად და დასასრულებლად.

წლის განმავლობაში შეიძლება თავი იჩინოს წინა წლებში დაშვებული შეცდომების შედეგებმა, თუმცა ნურაფერი შეგაშინებთ. სიტუაციის გააანალიზებისა და გარსემომყოფთათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად ყველაფერი მარტივად მოგვარებადი იქნება.

გამოიყენეთ დასვენების პერიოდი მაქსიმალურად. ნუ დაზოგავთ დროს, ენერგიასა და ფულს ბედნიერი დღეების გასატარებლად. ოჯახთან ან მარტო, თქვენ ორივე წაგადგებათ.

დასვენებისას მოერიდეთ სახიფათო ღონისძიებებს, ალკოჰოლის გადაჭარბებას, მთის მწვერვალების დაპყრობას, მდინარეების გადაცურვასა და მსგავს სარისკო ქმედებებს…

თუ რაღაც ისე არ იქნება, როგორც თქვენ გსურთ, ნუ შეშინდებით და ნურც საკუთარი თავის რწმენას დაკარგავთ. ნებისმიერი პრობლემა ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ნიშანია, სამყაროს მიერ გამოგზავნილი, რომელიც გაუწყებთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება გმართებთ. სწორი ანალიზის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივად მოგვარებადი გახდება.

ჯანმრთელობის პრობლემებს ნუ ეხუმრებით. თუ რამე გაწუხებთ ან შეგაწუხებთ გადაუდებლად მიმართეთ ექიმს და მიჰყევით პროფესიონალის მითითებებს.

წლის დასაწყისში გელით უამრავი მიწვევა, საჩუქარი, სიურპრიზი და ბედნიერი დღე, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ. მთავარია წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვიოთ და თვითტკბობაში არ გადავარდეთ.

სასიყვარულო სფეროში მერწყულებს წარმატება და ახალი თავგადასავლები ელით, მიუხედავად იმისა, რამდენად ორიენტირებულები არიან ისინი ახალი ურთიერთობების წამოწყებაზე…

უკვე შეყვარებული მერწყულების ჰორიზონტზე შესაძლებელია ახალი კავშირები გამოჩნდეს… თუმცა ნუ აჩქარდებით და კარგად დაფიქრდით რამდენად ღირს აწყობილი ურთიერთობის მოკლევადიანი ან ჯერ კიდევ გაურკვეველი ახალი კავშირის გამო დანგრევა…

შეეცადეთ წელს დამოუკიდებლად, მეგობრებისა და ახლობლების დახმარების გარეშე გაართვათ თავი ყოველდღიურობას და თქვენც ნაკლებად ჩაერიოთ სხვის საქმეებში.

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები