ასტროლოგიური მაღაზია

მერწყული – 2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მერწყული_სასიყვარულო_პროგნოზი2013 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი მერწყულებისთვის საინტერესო თავგადასავლებს ამზადებს. გექნებათ რამდენიმე ფლირტი, და მინიმუმ ერთი სერიოზული ურთიერთობა, რომელსაც ან სამომავლოდაც გააგრძელებთ, ან კიდევ წლის ბოლოსთვის დაასრულებთ და მოემზადებით ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასასვლელად. მთავარია დაშორებისას დარწმუნებული იყოთ თქვენს თავში და იმაში, რომ მოცემული საქციელით უსამართლოდ არ ექცევით პარტნიორს. უსამართლობას და არამართალ ნაბიჯს გველის წელი არავის აპატიებს.

მარტოხელა მერწყულები წელს საკუთარი თავითაც კი გაოცდებიან იმდენად ოსტატურად და მათთვის უჩვეულო რეჟიმით მოახერხებენ ადამიანების მოხიბვლას. სასურველ პარტნიორებს თქვენი უშუალობითა და კეთილგანწყობით გააოცებთ.

პრობლემები შეიძლება შეექმნათ ურთიერთობაში მერწყულებს, რომლებიც ზედმეტად ორიენტირებულნი არიან მეგობრებზე და ნაკლებად ახსენდებათ თავიანთი რჩეულები. 2013 წელს ყველა ნიშანი უფრო მეტად მომთხოვნი იქნება თქვენ მიმართ ვიდრე მანმადე.’

ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია მერწყულები უაზრო დეპრესიამ შეიპყროს, რომელიც გარეგნობით უკმაყოფილებით იქნება გამოწვეული. თქვენ ჩათვლით, რომ არ გყავთ პარტნიორი რადგან არავის მოსწონხართ და არც ხართ შესაფერისი ადამიანი იმისთვის, რომ ვინმეს მოსწონდეთ…

თუმცა ნუ აჰყვებით უარყოფით თვითშეფასებას და შეეცადეთ განსხავავებული თვალით შეხედოთ არსებულ პრობლემას. თვითკრიტიკა რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ოღონდ რეალობის ფარგლებს არ უნდა გაცდეთ და სწორად უნდა იმოქმედოთ. შეიცვალეთ იმიჯი, ჩაცმის სტილი და შეიძინეთ ახალი სამეგობრო წრე, სადაც შეძლებთ უცნობ ადამიანებს შეხვდეთ და გააცნოთ საკუთარი თავი.

უკვე შეყვარებული მერწყულებისთვის გველის წელი საუკეთესოა ქორწინებისთვის. თქვენ შეძლებთ მყარი და ძლიერი ოჯახის შექმნას, გამოიყენეთ განსაკუთრებით გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი.
არავითარ შემთხვევაში არ შექმნათ წელს ოჯახი ანგარებით. მხოლოდ გრძნობით და ჭეშმარიტი სიყვარულით დამყარებული კავშირი იქნება წარმატებული.
მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია ნაკლები სიჯიუტე და პარტნიორის მიმართ გაგებით დამოკიდებულება.

მეოჯახე მერწყულებს ვურჩევთ ახლავე შეადგინონ ურთიერთობების მთელი წლის განვითარების გეგმა. ეს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თანაცხოვრების სწორად წარმართვაში და ხელს შეგიწყობთ პარტნიორითან კავშირის გამყარებაში.

2013 წელს მერწყულებს ერთხელ და სამუდამოდ მოუწევთ სერიოზული პირადი ურთიერთობებისადმი არსებული შიშის დაძლევა და თავისუფლების სიყვარულის დათმობა.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი