მერწყული – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(20.01 – 18.02)
ხმაურიანი შავი დრაკონის წელი გელით. შეეცდებით იყოთ ყველა საქმის კურსში, არაფერს ჩამორჩეთ, ბევრ რამეს მიადევნოთ თვალი და არა ერთ აქტივობაში ჩაერთოთ.
წელს უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენს საცხოვრებელს. შეეცდებით სახლი უფრო თანამედროვედ მოაწყოთ. ამ ყველაფერმა ზედმეტად არ ჩაგითრიოთ. ყურადღება არც თქვენს საქმიან ცხოვრებას და არც სამეგობროს უნდა მოაკლოთ.
შესაძლებელია წელს სანათესაოში ან ოჯახში თქვენი მორალური, მატერიალური და ფიზიკური დახმარება დასჭირდეთ. მზად იყავით ამისთვის და მთელი გულით, უანგაროდ დაუდეგით მხარში ახლობლებს.
2012 წელს საქმიან სფეროში განსაკუთრებით ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. დიდი შანსია მრავალფეროვანი პროექტებიდან ამოსარჩევი ვარიანტები მოგეცეთ. ან თავად გადახვიდეთ ახალ პროექტზე.
თუ კარიერული ზრდის ამბიცია გაქვთ წელს შესანიშნავი შანსი გეძლევათ გამოიყენოთ გარემო და წინ წაიწიოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, ეს მთელი არსებით უნდა გინდოდეთ.
დრაკონის წელი გარდასახვის და გამოცვლის საშუალებასაც გაძლევთ. ადვილი იქნება წონის მომატება ან დაკლება, იმიჯის გამოცვლა, კანის ხარისხის გაუმჯობესება.
იანვრიდანვე განაახლეთ გარდერობი და გამოიცვალეთ სტილი ეს ახალი წლიდან ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისის საწინდარი იქნება თქვენთვის.
წელს უმჯობესია ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადახვიდეთ. დაიწყოთ ვარჯიში, გამოცვალოთ კვების რაციონი, მეტი ხანი გაატაროთ ჰაერზე, დროზე დაიძინოთ და დილას მზის სხივებთან ერთად შეხვდეთ. ეს ყველაფერი თქვენს საციცოცხლო ენერგიას გააძლიერებს რაც დრაკონის წელიწადში წარმატებისა და კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება მერწყულის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.