ასტროლოგიური მაღაზია

მერწყული – სასიყვარულო შეთავსება

მერწყულიმერწყული – ვერძი

ბუნებით აქტიურ ვერძს ყოველთვის იზიდავს ცვლილებებისა და ავანტიურისთვის მუდამ მზად მყოფი მერწყული. რეალურად, ამ ორი ნიშნის კავშირი შეიძლება იქცეს იდეალურად, რადგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისმოყვარული მერწყული მუდამ აძლევს ვერძს უსაზღვრო თავისუფლებასა და შემოქმედებითად განვითარების საშუალებას, ვერძი კი, თავის მხრივ, არ კლავს მერწყულში ბუნტარულ სულს, სიცოცხლის ხალისს. ერთი სიტყვით, მშვენიერი შეთავსებაა

მერწყული – კურო

რთულ და ძნელადშეთავსებად მერწყულს კუროში ერთგულება და სახლის სიყვარული ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს თავისუფლება ურჩევნია, მისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სახლი, სადაც დაბრუნებას შეძლებს. კუროსთვის კი აუტანელია მერწყულის თავისუფლებისმოყვარეობა. მათ ოჯახს გრძნობათა აფეთქებები ელის, ხან სიცივე, ხანაც ცხელი ურთიერთობების მონაცვლეობა. ხშირია კონფლიქტები, გაუცხოება… მსგავსი კავშირის შენარჩუნება იშვიათია, თუ ისინი ზოდიაქოს ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან.

მერწყული – ტყუპები

ხშირი ჩხუბისა და გაუგებრობის მიუხედავად, მაინც წარმატებული კავშირია. მერწყული უამრავ რამეს ასწავლის ტყუპებს. მათი სიყვარული ხშირად მეგობრობაში გადადის. მათ უამრავი საერთო ინტერესი აქვთ და ერთად ყოფნა, ორივეს, სულიერ განვითარებაში ეხმარებათ. მერწყული ორიგინალურია და შეუძლია გარდასახვა, რისი საჭიროებაც ტყუპებს არ ექმნება სხვა პარტნიორებთან ურთიერთობისას. ერთად, ისინი, არასოდეს იწყენენ. ამის მიუხედავად, თუ ტყუპები მაინც ღალატობს მერწყულს, ეს უკანასკნელი არასდროს პატიობს მას, ბოლო წვეთამდე ითმენს, შემდეგ კი მოუბრუნებლად და უკან მოუხედავად მიდის.

მერწყული – კირჩხიბი

უსაზღვროდ რთული, ხშირი კავშირია. მათ იზიდავთ ერთმანეთი, შემდეგ კი განიზიდავთ, შორდებიან და ისევ ერთად არიან და ასე დაუსრულებლად. მათი ურთიერთობა კათარზის ჰგავს. კირჩხიბი მიჩვეულია პარტნიორის დაყოლიებას და შენარჩუნებას, მერწყულს კი ვერასოდეს დაიყოლიებ, ამიტომაც აუცილებლად წავა, კირჩხიბი კი სამუდამოდ დაელოდება. საბოლოოდ, როდესაც მერწყული უკან დაბრუნდება, კირჩხიბი ისევ `დაპატიმრებას~ დაუპირებს მას და სახლში ციხის პირობებს შეუქმნის, რის გამოც თავისუფლებისმოყვარე მერწყული ისევ უკანმოუხედავად გაიქცევა.

მერწყული – ლომი

თავიდან დიდ მიზიდულობას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, მერე კი ხვდებიან ერთმანეთის სრულ განსხვავებულობას და, როგორც წესი, შორდებიან. ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მერწყული კი ცდილობს ყურადღების ცენტრში არ მოექცეს, იყოს შეუმჩნეველი და დამოუკიდებელი, მნიშვნელობას არ ანიჭებს „წვრილმანებს“, რომლებიც ლომისთვის – სომბოლოებია. ამ ორი ნიშნის ადამიანი მხოლოდ ასაკში და მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში ხვდება, რომ სწორედ ორი წინააღმდეგობა ქმნის ერთ მთლიანს.

მერწყული – ქალწული

იშვიათი კავშირია. ქალწულს უყვარს სახლი, წესრიგი, სახლში საქმიანობა. თავისუფალი მერწყულისთვის კი მთავარია მეგობრები, მოგზაურობა, უპრობლემო ცხოვრება და ადგილი, სადაც დაბრუნებაა შესაძლებელი. მათი ქორწინების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქალწულის მოთმინებაზე.

მერწყული – სასწორი

წარმატებული, ბარაქიანი კავშირია. აქვთ ერთობლივი შემოქმედებითი მიზნები, საერთო ორიგინალური იდეები, ორივეს უყვარს მოგზაურობა, მხიარულ წრეში ტრიალი, მეგობრები. როგორც წესი, ეს წყვილი ერთი საქმითაა დაკავებული და ავსებს ერთმანეთს.

მერწყული – მორიელი

ამ კავშირში წამყავანი როლი, როგორც წესი, მორიელს აქვს, რომელიც ღიად, ან ფარულად აძლევს მერწყულს მიმართულებას. მათი სიყვარული ორიგინალური, ექსცენტრიული და მოულოდნელი ხასიათისაა. ისინი მუდმივად ახალი თავგადასავლების მოგონებაში არიან. ხშირად, წყნარი, მშვიდი პერიოდები ბრძოლისა და ჩხუბის პერიოდებით იცვლება, რის შემდეგადაც კვლავ დგება შერიგების ჟამი და ისევ უშფოთველად აგრძელებენ ცხოვრებას მომდევნო შეჯახებამდე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ ძალიან უჭირთ ერთმანეთზე უარის თქმა.

მერწყული – მშვილდოსანი

მათ ოჯახში სიმსუბუქე, მეგობრობა, ავანტიურიზმი და ურთიერთგაგება სუფევს. ორივეს უყვარს მოგზაურობა, ცვლილებები, საზოგადოებაში ყოფნა და გართობა. ორივე აძლევს პარტნიორს თავისუფლებას. ფანტაზია და იუმორი მათ გაჭირვების ჟამსაც არ ტოვებს. ბავშვების გაჩენის შემდეგ ისინი თავიდან იწყებენ ცხოვრებას და გადიან მას მუდმივი განახლებისა და გაახალგაზრდავების შეგრძნებით.

მერწყული – თხის რქა

ერთი შეხედვით, ერთნაირი საინტერესო და უცნაური ადამიანები არიან. თუმცა, ეს ილუზია მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ ორივე მარტოობით იტანჯება. მერწყულს ჰგონია, რომ თხის რქა მუდმივი და სანდო პარტნიორია და არც კი ეჭვობს, რომ ის სრულიად თავისუფალი და საკმაოდ ცბიერია. თხის რქა არასდროს უშვებს ვინმეს თავის თავისუფალ სამყაროში, მერწყული კი მანამ ეცდება შეღწევას, სანამ საბოლოოდ არ გადაიწვება და ხელებს ჩამოყრის. არადა, თხის რქა თვლის, რომ მერწყული სწორედ ის პიროვნებაა, ვინც შეყვარების შემთხვევაში არასდროს გაილაშქრებს მისი თავისუფლების წინააღმდეგ. მერწყულს სურს ჩასვას თხის რქა სახლში და თავისუფლება მხოლოდ მისი იყოს. მოკლედ, ამ წყვილში ხშირია გაუგებრობები და წინააღმდეგობები. საკმაოდ რთული კავშირია.

მერწყული – მერწყული

იშვიათი კავშირია, რომელიც მხოლოდ მეგობრობაზე და სწორუფლებიანობაზე შეიძლება აიგოს. სვანაირად, მათი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია, რადგან ორივეს „ცარიელ სახლში“ ცხოვრების შეგრძნება ტანჯავს. ამ კავშირში სასურველია, რომ ერთ-ერთი მაინც არ იყოს მერწყულის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი

მერწული – თევზები

ამ ადამიანებს იდეალიზმი, სამყაროს შეცნობის სურვილი, გამოგონებები, აუხდენელი და წარმოუდგენელი ოცნებები, ილუზიები და ცხოვრებისეული მისტერიები იზიდავთ. ერთმანეთისთვის ისინი იდუმალ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის შეცნობა, აშინებთ კიდეც. მათ ოჯახში შექმნილი ჯადოსნური ილუზიები და ფანტაზიები, ხშირად მკაცრ რეალობასთან შეჯახებაში იმსხვრევა. ყოფიერება – მატერიალური პრობლემები – შეიძლება მათი ოჯახის დასასრულად იქცეს. ეს სათუო კავშირია, მითუფრო, თუ ორივე თავიანთი ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შანსი ეძლევათ ნორმალური, ჰარმონიული კავშირის დამყარებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის გამო.

ავტორი

მსგავსი ფოსტები