მერწყული მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
მერწყული ყველაზე თავისუფლებისმოყვარე, ავანტიურისტი ნიშანია. ნუ მიიტანთ იერიშს მის მეამბოხე ხასიათზე. მისი მოწოდებაა _ იბრძოლოს თავისუფლებისთვის! იბრძოლოს ყოველგვარი აკრძალვების წინააღმდეგ! შეუქმენით მას ასეთი გარემო (თუნდაც სიტყვიერად). თუ მისთვის ხელის შეშლას ეცდებით – აჯანყდება და საერთოდ გაიქცევა. შეეცადეთ (მისი შეხედულების გაზიარების გარეშე), კეთილგონიერი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ. მერწყული ძალიან მიხვედრილია, ამიტომ უხეშად დაგებულ მახეში ადვილად არ გაებმება. მასთან ურთიერთობაში დახვეწილ პოლიტიკას უნდა მისდიოთ.
ხელი არ შეუშალოთ მის მისწრაფებას სრულყოს რაიმე სახლში: შესაძლოა მართლაც რაღაც ძალიან სასარგებლო გააკეთოს.
საერთოდ, თუ ამ ნიშანთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გსურთ, მიეცით მას რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა, არ ჩასვათ არანაირ ჩარჩოში. გახდით მასსავით თავისუფალი, დამოუკიდებელი, ყოველგვარი პირობითობის გარეშე. აჰყევით მას ცხოვრების ტემპში. გახდით მისთვის საუკეთესო მეგობარი. ხშირად დაპატიჟეთ მისი მეგობრები სახლში და იმეგობრეთ მათთან. თუ მერწყული დაინახავს, რომ მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრება, ყველანაირად ეცდება, რომ თქვენთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანმოუხედავად გაიქცევა, რათა თავისუფლების წყურვილი დაიკმაყოფილოს.