ასტროლოგიური მაღაზია

მერწყული – თევზები – მესაზღვრე ნიშნები

merckuli_citelitevzebi_citeli

(17-23 თებერვალი)

თუ ამ ნიშანთა წარმომადგენლებს კარგად იცნობთ, მაინც შესაძლოა გაგიჭირდეთ მათი ფსიქოპორტრეტის სიტყვებით გადმოცემა. ასეთი ადამიანები, ხშირად, არაამქვეყნიური, ზღაპრული სამყაროდან გადმოსულებს მოგვაგონებენ, რომლებიც არა აქ, არამედ სადღაც ღრუბლებში ცხოვრობენ და დაფრინავენ. თუმცა, სწორედ ამ ტიპის `მესაზღვრეები~ ყველაზე კარგად და სიღრმისეულად გრძნობენ ამ სამყაროს კოსმიურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ კანონზომიერებებს. ასეთი ადამიანები ძალიან უყვართ ბავშვებს, ცხოველებს, მცენარეებს, მათ მფარველობენ უცნობი ადამიანებიც კი. მათ არ შეუძლიათ ცხოვრება წყლის სტიქიის (ზღვა, მდინარე და ა.შ.) გარეშე, ვინაიდან სწორედ წყლის ენერგოვიბრაცია აღავსებს მათ იმ ენერგიით, რომელსაც ისინი შემდგომში გულუხვად უნაწილებენ სხვებს. მათგან გამოდიან კარგი მკურნალები, ფსიქოლოგები, პოეტები, მწერლები, ხელოვნების, დიზაინისბრწყინვალე წარმომადგენლები.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Eto Eto says:

    :)))