მერწყული – ზოგადი დახასიათება
21 იანვარი – 20 თებერვალიასტროლოგიური სტიქია: ჰაერისიტყვა: დამოუკიდებლობა
სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები
თილისმა: გასაღები, ხატი
ქვები: ძოწი, ცირკონი, ნატელი საფირი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი
ლითონი: კალა
ბედნიერი კვირის დღე: ოთხშაბათი, შაბათი
უიღბლო დღე: კვირა
ბედნიერი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), ასევე 8, 9, 11, 13
ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები: 9, 18, 21, 27, 29, 39, 49, 42
ბედნიერი ფერები: ნაცრისფერი, იასამნისფერი, მოლურჯო-მწვანე (შავი არ არის სასურველი)
ქალაქები და ქვეყნები: რუსეთი, ლიტვა, ფინეთი, ჩილე, ერაყი, ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი, აბისინია, ჰამბურგი, ზალცბურგი, ბრემენი
პროფესიები (სფერო)
ასტროლოგია, ოკულტიზმი, კომპიუტერული ტექნიკა და ახალი ტექნოლოგიები. ავიაცია, მეცნიერება, კინორეჟისურა, სცენარისტი, ყველა სფერო, რაც არაორდინალურ აზროვნებას და რეფორმატორულობას გულისხმობს.
ჯანმრთელობა
მერწყული განაგებს სისხლძარღვებს, სისხლს, კოჭებს, ტერფებს. მისთვის დამახასიათბელია ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი მიდრეკილება (სისხლჩაქცევები, პარეზი), ფეხის კრუნჩხვითი სპაზმები და მოტეხილობები.
როგორც წესი მერწყულს კარგი ჯანმრთელობა აქვს, თუმცა მის ცხოვრებაში დაავადება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მოულოდნელად ჩნდება. საბედნიეროდ, ასევე, მოულოდნელად ქრება.
დადებითი თვისებები
ლოიალურობა, მეგობრობა, ორიგინალურობა, ალტრულიზმი, თავისუფლებისმოყვარეობა, კეთილგანწყობა, მახვილგონივრულობა, იდეალიზმი.
უარყოფითი თვისებები
ანარქიულობა, გონების გაფანტვა, ფანტაზიორობა, ამბიციურობა, სიჯიუტე, სიტყვის შეუსრულებლობა, მუქთახორობა, ავანტიურიზმი, საქმის გადადების ან შუა გზაზე მიგდების თვისება
მერწყული მეგობრული, ჰუმანური, თავისუფლებისმოყვარეა. აქვს ფსიქოანალიზის ბრწყინვალე უნარი. იცავს სამართლიანობას. მისთვის უმთავრესი პირადი თავისუფლებაა და ვერ იტანს, თუ ამაში ვინმე ხელს უშლის. არ უყვარს არანაირი შეზღუდვა და ჩარჩოებში მოქცევა. აქვს საზოგადოებასთან მუშაობის მიდრეკილება, აზროვნებს გლობალურად, არ ესმის ვალდებულების ცნება. ხშირად იჩენს ახლობლების ინტერესების მიმართ უყურადღებობას.
ყოველთვის დროს უსწრებს და მოვლენათა ავანგარდშია. შეუძლია მომავლის ჭვრეტა.
მას კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნვა უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია, ვიდრე ვიღაც პერსონებზე.
უყვარს ბედის გამოცდა. ჯიუტია და სხვისი აზრები ნაკლებად აინტერესებს. რეალურად, ხვალინდელ დღეს ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, დღევანდელ პრობლემებს იგროვებს.
ეს ნიშანი ხშირად ილუზიებშია, მის ქმედებას რეალური, საღი აზრი აკლია.
ამბობენ, რომ მერწყული იმდენად მეოცნებე და არაორდინალურია, რომ ცისარტყელაზე ცხოვრობს. როგორც წესი, მერწყულს `დღეს~ არ აქვს… ის `ხვალ~ ცხოვრობს.
ადამიანებს მისი აზრები და იდეები თავქარიანად და არარეალურად ეჩვენებათ.
მას შეუძლია ყოვლად შეუფერებელ დროს გაგაოცოთ თავისი არაორდინალური საქციელით.
საერთოდ, მისთვის არაორდინალური, ექსტრავაგანტული საქციელი – ნორმაა.
მაგალითად, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, მას შეუძლია მეგობრობა შესთავაზოს თავის ყოფილ პარტნიორს და საუკეთესო მეგობარიც იქნება. საერთოდ, მისთვის მეგობრობიდან სიყვარულამდე და პირიქით, ერთი ნაბიჯია და პრობლემას არ წარმოადგენს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც ადრე სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა აღარც კი ახსოვს. მისი სიყვარული ჰაეროვანი, მსუბუქია. სიყვარული – ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თუ თქვენც მასსავით ფიქრობთ, საუკეთესო ვარიანტია.
მერწყული საზოგადოებისკენ, ადამიანებთან ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. ჰყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ ამავდროულად, აქვს მარტოობის მძიმე პერიოდებიც, როდესაც განმარტოება ურჩევნია. ხელს ნუ შეუშლით. ეს ხანმოკლე პერიოდებია. მალე დაძლევს მას და მხიარულებაში შემოგიერთდებათ.
მერწყული ნებისმიერ გარემოცვაში კარგად გრძნობს თავს. მიაჩნია, რომ ირგვლივ ყველა _ მისი და-ძმაა.
საერთოდ, მას აინტერესებს ადამიანები. მაგრამ მერწყულთან ურთიერთობისას უნდა დაივიწყოთ თქვენი ეგო, რადგან თქვენი ურთიერთობა მასთან არასდროს იქნება მისთვის უმთავრესი და უპირველესი ინტერესი.
თავისი კანონებით ცხოვრობს და თვლის, რომ ეს საკმარისია. არასდროს შედის კამათში იმდენად, რომ ვინმეს თავს მოახვიოს თავისი შეხედულებები. პატივს სცემს ყველას აზრს. თუ მას ვერ გაუგეს _ უბრალოდ მიდის და მიუხედავად არგუმენტებისა და ემოციური ზეწოლისა, მაინც თავის აზრზე რჩება.
მასთან საუბრისას შესაძლოა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ არ გისმენთ, სინამდვილეში არასდროს არაფერი გამოეპარება, უბრალოდ შესაძლოა ამ დროს ცდილობდეს გაარკვიოს რა იმალება თქვენი სიტყვების მიღმა და თავიდან ფეხებამდე თქვენი შესწავლითაა დაკავებული. მაგრამ თუ ერთხელ მაინც სათანადოდ აღგიქვათ, მომავალში რაც არ უნდა მოხდეს, რა ჭორებიც არ უნდა გაიგოს, მაინც თქვენი ერთგული დარჩება, თუმცა სხვების ნათქვამს მაინც მოისმენს, რათა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.
საერთოდ, ამ ნიშანს ცუდი მახსოვრობა აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლით დაინტერესდნენ ყველაფრით, რაც მათ ირგვლივ ხდება.
მერწყულს საოცარი ინტუიცია და ამოუცნობ საკითხებში წვდომის უნარი აქვს. შეუძლია იგრძნოს თქვენი უხილავი ოცნებები და ზრახვები. ვერ იტანს ტყუილს და სიცრუეს და თვითონაც იშვიათად იტყუება, მაგრამ თუ მოინდომა შეუძლია ისე გაგაბრიყვოთ, ვერც კი შეამჩნევთ.
მას არ უყვართ ფულის არც სესხება და არც გასესხება. მაგრამ თუ ესესხეთ, შეეცადეთ დროულად დააბრუნოთ ვალი, თორემ განაწყენდება.
თავისუფლებისმოყვარე მერწყული შეიძლება იყოს სასაცილო, ორიგინალური, დამოუკიდებელი, მაგრამ შეუძლია იყოს დიპლომატიური, თანამგრძნობი, მორიდებული, ფაქიზი ბუნების.
მას ბობოქარი, დაუმორჩილებელი სული აქვს. ვერ იტანს ვერაფერ სტანდარტულს, დრომოჭმულს, კონსერვატულს. ილაშქრებს ყოველგვარი კლიშეებისა და დოგმების წინააღმდეგ.
ყველაფერს აანალიზებს _ უცნობებს, მეგობრებს, სიტუაციებს. ძალიან ცნობისმოყვარე ბუნება აქვს, სურს ყველა საიდუმლოს ახადოს ფარდა.
ეს ადამიანები ხშირად სვავენ პირდაპირ, უტაქტო კითხვებს, რითიც ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. მათ აინტერესებთ ყველაფერი ბოლომდე, ყველაფერი, რაც თქვენს ინტიმურ გრძნობებს ეხება. მაგრამ, თუ აღმოაჩინეს, რომ საკმაოდ ადვილი ამოსახსნელი ხართ, მალე სწყინდებათ და ახლა უკვე სხვა, უფრო რთული კროსფორდის ამოხსნაზე გადაერთვებიან. მოკლედ, სიახლე _ მათი ნარკოტიკია.
არაფერი არ შეურაცყოფს ადამიანს ისე, როგორც გრძნობა, რომ აღარ ხარ მერწყულისთვის საინტერესო და ის სხვა, უფრო საინტერესო ადამიანზე გადაერთო.
თუ მერწყულმა ვინმეს მიმართ ინტერესი დაკარგა, აზრი არ აქვს მისი ინტერესის კვლავ გაღვიძებას, აღარ დაინტერესდება. მაგრამ თუ მისი გული დაიპყარით, გამუდმებით ექნება იმის ინტერესი _ წარსულში თქვენთან ურთიერთობისას მხედველობიდან რამე ხომ არ გამორჩა.
მიუხედავად მეგობრული ბუნებისა, მერწყულს ბევრად ნაკლები მეგობარი ჰყავს ვიდრე შეუძლია ჰყავდეს. ის მეგობრობაში ხარისხს უფრო ეძებს, ვიდრე რაოდენობას.
მერწყულის დაავადებები სისხლის მიმოქცევასთანაა დაკავშირებული. ის ზამთარში იყინება, ზაფხულში კი სინოტივე სტანჯავს. თუ მისი ემოციები არასასურველად ვითარდება, ხანდაზმულობის ასაკში მისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი.
მერწყული მგრძნობიარეა გიპნოზის მიმართ. მისთვის სასარგებლოც კია ეს მეთოდი ისევე, როგორც დენით მკურნალობა.
მას ხშირად სტკივა ყელი. აქვს სუსტი ტერფები. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ახასიათებს ფეხების ტკივილები
მერწყულებისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, კარგი ძილი და მოძრაობა, მაგრამ იშვიათად მისდევენ ცხოვრების ასეთ წესს. ძლიერი ნერვიული გადაძაბვა, რომელიც გონებრივ მუშაობას უკავშირდება, არ აძლევთ მათ კარგად გამოძინების საშუალებას, რაც მათთვის უპირველესი პირობაა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ამ ნიშანს გენიოსების ნიშანს უწოდებენ, რადგანაც სახელგანთქმული ადამიანების 70%-ს, სწორედ მერწყულები შეადგენენ.
მათ იდეალისტებს ეძახიან. თუმცა უნარი შესწევთ გააცნობიერონ, რომ ოცნებათა უმეტესობა არარეალისტურია და მხოლოდ ილუზიებს წარმოადგენს.
ადამიანებს, ხშირად, არ ესმით მერწყულის.
ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ვერ ეწევა მას, ვინაიდან მერწყული მომავალში ცხოვრობს და დღევანდელობის იშვიათი სტუმარია. იცის რა ეს, იზოლიაციის გრძნობა მასში კიდევ უფრო მძაფრდება.
ის, რასაც მერწყული დღეს ფიქრობს, აქტუალური მხოლოდ 50 წლის შემდეგ ხდება.
მერწყულს მოთხოვნილება აქვს იყოს გონებრივად და ფიზიკურად თავისუფალი. მისი გაჩერება, ჩარჩოში მოქცევა უაზრობაა. არსებობს მისი გაგების და მასთან დაახლოების შანსი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენც მასსავით მომავალში ცხოვრობთ, არ სცნობთ პირობითობას, ხართ იდეური, საინტერესო, არაორდინალური, წინააღმდეგ შემთხვევაში – ძალიან გაგიჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული მერწყული
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები მერწყულში
კვანძები მერწყულში
ლილიტი მერწყულში
სელენა მერწყულში
13 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
metad saintereso daxasiateba mqoniaa 😀 _))
tipiuri merwyuli var e.i 😀
saintereso iyo:)
დიახ ეს მე ვარ 🙂
esec me 🙂
imena martlaa ese var 😀
Wow, yvelapershi vetanxmebi ertis garda, muqtaxorao, eg tyuilia 🙂
mec yvelafershi vetanxmebi sul, magram muqtaxora eg ragac uzustobaa radgan yvela merwyuli visac vicnob didad shromis moyvarea….
🙂
Uaryofiti tvisebebi rom giweria aseti shtabechdileba damrcha rom aarasdros wagikitxavs merwyulis horoskopi da arc aravis icnob shens garshemo merwyuls….
Ho da yofili sheyvarebuli megobrad gaixadoso egecc,araa sworii
+1
da daam ^_^ martaliia magram zogi ram sakmaod uzustooa :Xx