ასტროლოგიური მაღაზია

მერკური მერწყულში

მერკურიმერწყულ მერკურს სურს საკუთარი თავის გამოხატვით ყველა სტანდარტი და ყველა წესი დაამხოს.

მიუხედავად იმისა, რომ ლომივით კაშკაშა ნიშანი არ არის, მართლა შეუძლია სენსაციის მოხდენა.

მერკურით მერწყულები პარადოქსული აზროვნებისაკენ არიან მიდრეკილნი. ურთიერთგამომრიცხავი აზრები აქვთ. პოზიცია ძირითადად ლაპარაკის მომენტში უყალიბდებათ და ამიტომ შესაძლოა დებატების ბოლოს აზრი შეიცვალონ.

გიჟდებიან წინააღმდეგობებსა და ქაოსზე. სწორედ ისინი უწევენ პირველნი წინააღმდეგობას ნებისმიერ იდეას, წინადადებას და გვთავაზობენ საკუთარ განსხვავებულ პერსპექტივებს. იმდენად უყვართ ინტელექტუალური დებატები, ეშმაკის ადვოკატი შეუძლიათ ითამაშონ, ოღონდაც ვინმეს ეკამათონ. ეს კი არც ისე იოლია. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება – მათი ჭეშმარიტება.

თუ მის მოსაზრებებს არ იზიარებ, ესე იგი – ცდები. ამიტომ ხშირად მათ შორის ისეთებიც გვხდებიან ძალად რომ ახვევენ საკუთარ აზრებს სხვებს თავს და სურთ, ყველა თავის ჭკუაზე ატარონ.

ისინი უდიდეს სიამოვნებას იღებენ სხვებზე ზეგავლენის მოხდენით. მიუხედავად ამისა მათ გვერდით ყოფნა სასიამოვნოა.საინტერესო, ორიგინალური და შორსმჭვრეტელი ტვინის ადამიანები არიან. აზრები ჰაერიდან ებადებათ, მათი იდეები ხშირად დროს უსწრებს. უბრალო და მიუკერძოებელი გონება აქვთ და ადამიანთა თანასწორობის სჯერათ. კაცთმოყვარეები, სიამოვნებით ეხმარებიან ყველას, ვისაც მათსავით არ უმართლებს. ჩართულები არიან სოციალურ რეფორმებში. ფხიზლები და სხარტები – დიდი დაკვირვებულების უნარითა და კარგი ინტუიციის წყალობით ადამიანის ხასიათის განსჯას საოცარი სიზუსტით ახერხებენ. კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვთ და უყვართ ანეგდოტები.

არაორდინალური აზროვნების პატრონები, ურთიერთობებშიც ასევე არაორდინალურები არიან – უცებ, უმიზეზოდ შეუძლიათ აღფრთოვანდნენ ვინმეთი და ასევე უცებ, უმიზეზოდვე გაწყვიტონ მასთან კონტაქტი.

კონცეფციების მიმართ უფრო ლოიალურები არიან, ვიდრე ხალხის მიმართ. არ უყვართ კონსერვატიული ადამიანები, რომლებსაც სიახლეების ეშინიათ, ახალ იდეებს ვერ ეხსნებიან, რადგან მახვილგონიერებს სიახლეები მოსწონთ და ტრადიციებს დიდად არ დაგიდევენ. რევოლუციონერის სული აქვთ, თუმცა დრო და დრო ცვლილებების მიმართ გაჯიუტებაც ახასიათებთ.

მერკურით ლომებივით ისინიც ზოგად სურათს უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე დეტალებს. მნიშვნელოვან ამბებს არაჩვეულებრივად იმახსოვრებენ და წვრილმანები ხშირად ავიწყდებათ, თუმცა ოპოზიციისგან განსხვავებით, ამ ზოგადი სურათის და მნიშვნელოვანი ამბების ფაქტებით გამყარებაც შეუძლიათ, თუ საჭირო გახდა.

აქვთ შესანიშნავი იმპროვიზების უნარი და როდესაც ასეთი ადამიანი გიყვებათ ამბავს, რომელსაც ლაპარაკის მომენტში თხზავს, მოგეჩვენებათ, რომ ძალიან ბევრი უმუშავია ამაზე. დამოუკიდებლებს ყოველთვის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი განრიგი აქვთ. ხშირად ექსცენტრიულის იარლიყსაც იკრავენ.

ამ ადამიანებს სწავლის უჩვეულო მეთოდები აქვთ. ვერ იტანენ გრაფიკებს, დედლაინებს, მათ გონების ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, სრული თავისუფლება სჭირდებათ, თუმცა რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, როდესაც ინტელექტუალურ სამუშაოს ეხება საქმე – დისციპლინირებულები და ორგანიზებულები არიან. როგორ ახერხებენ ამას, ეს ცალკე სისტემაა, რომელიც სხვას სავარაუდოდ არ გამოადგება.

მულტფილმებში გინახავთ როგორ ენთებათ პერსონაჟებს ნათურა თავში ახალი იდეების მოსვლისას? ეს მერწყული მერკურის ტვინია, თითქოს რაღაც ჭანჭიკი უტრიალდებათ და წამებში ითვისებენ, იგებენ მთელს ინფორმაციას.

უკეთ სწავლობენ დამოუკიდებლად, ვიდრე რეპეტიტორებით. ვერაფრით აიძულებ იმის სწავლას, რაც არ აინტერესებთ. უცხო და რთულად ჩასაწვდომი იდეების კვლევა იტაცებთ. მოსწონთ მეცნიერება, მეტაფიზიკა და ყველაფერი ის, რაც კაცობრიობის პროგრესს უწყობს ხელს. ხშირად კარგი სპიკერები და მწერლები ხდებიან.

უამრავი ენერგია აქვთ და აუცილებლად უნდა ისწავლონ ამ ენერგიას მართებულად გამოყენება, თუ არ სურთ რომ სიგიჟემდე მიიყვანონ გარშემომყოფები.

ცნობილი ადამიანები მერწყული მერკურით: მარტინ ლუთერ კინგი (თხის რქა), ნიკოლა სარკოზი (მერწული), ვოლფანგ ამადეუს მოცარტი (მერწყული), სტივ ჯობსი (თევზები), ოპრა უინფრი (მერწყული), ბობ მარლი (მერწყული), მერლინ მენსონი (თხის რქა), შოპენი (თევზები), თომას ედისონი (მერწყული), ჯორჯ ვაშინგტონი (თევზები), ბობი ფიშერი (თევზები), ფრანც შუბერტი (მერწყული), ბენჯამინ ფრანკლინი (თხის რქა) და ა.შ.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Mancho Karseladze

    ყველაფერს ვეთანხმები, ერთის გარდა-ანეგდოტებს ვერ ვიტან:)))

  2. Lenka Charkviani

    moyola tu mosmena?:D merwyul merkurianona getyoba ise shen:)) me tyupebshi myavs

დატოვეთ კომენტარი