Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მერკური ლომში

მერკურიმერკური ლომში ელეგანტურად და მბრძანებლურად მეტყველებს. მისი შვილები ძალიან დამაჯერებლები არიან, თბილები, გადამდები და კეთილმოსურნეები. ინტელექტუალები და კრეატიულები კარგად გამოხატავენ საკუთარ თავს. მგზნებარედ და ენთუზიაზმით საუბრობენ და ძალიან მხატვრულად და მანერულად წარადგენენ თავს. შესანიშნავი ნიჭი აქვთ აღიქვან სურათი მთლიანობაში, თუმცა შესაძლოა დეტალები ყურადღების მიღმა დარჩეთ.

სადაც პროჟექტორების შუქია, მერკური ლომის ადგილიც იქ არის. ყველაზე ბედნიერები არიან როცა ხოტბას ასხამენ და სახელს იხვეჭენ. გამჭრიახები და ერუდირებული როგორც წესი ყოველთვის კარგად იგებენ ყველაფერს და ძალიან უყვართ შექება. სურს რომ ყველამ შეამჩნიოს მათი იდეები, აზრები, ცოდნა და ამიტომ ბრეინსტორმინგი და სხვა ჯგუფური აქტივობები არ ხიბლავთ. ეგო ძალიან მჭიდრო კავშირშია ინტელექტთან და ამის გამო შესაძლოა ქედმაღლებადაც მოგვევლინონ. ცოტა უჭირთ ფაქტების ფიქციიდან განსხვავება, აზვიადებენ ხოლმე ყველაფერს, რადგან ასე უფრო საინტერესო და დამარწმუნებელია.

არიან ჯიუტები, აქვთ ძლიერი ნებისყოფა და მიზნის ერთგულად რჩებიან ბოლომდე. ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ აზრს და ამაყობენ საკუთარი რწმენით. მიდრეკილნი არიან იდეალიტობისკენ. იმდენად არის ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ საკუთარი თავიდან, ეგოდან გამომდინარე რომ ნებისმიერ უთანხმოებას პირად შეურაცხყოფად იღებენ.

არასოდეს იცვლიან შეხედულებებს, თუმცა ვერძი მერკურისგან განსხვავებით ამის გამო ღია კონფლიქტს შეიძლება მოერიდონ. ვნებებს აყოლილნი და სპონტანურები, მოქმედებენ გულით, აზროვნებენ გულით, საუბრობენ გულით და გულითვე სურთ ხალხს გააგებინონ რაც იციან. შესანიშნავად ყვებიან ამბებს რადგან დრამატული და არტისტული ხალხია. მათთან არ მოიწყენ, სადაც არ უნდა იყვნენ მეგობრულ შეკრებაზე თუ ოფისში, ყოველთვის სცენაზე არიან. მსახიობობა და საჯარო საუბრები მათი შემოქმედებითობის გამოსავლენად შესანიშნავი გზაა.

ქარიზმა ბრწყინვალე ლიდერებად აქცევთ, პატივისცემას და ნდობას იოლად იპოვებენ. იციან როგორ გაუკეთონ პრომოუშენი თავიანთ იდეებს და მიიტანონ მესიჯი მასამდე. ხალხი მათ აფასებს, ხალხი მათ მიჰყვება. ადვილად პოულობენ მეგობრებს. როცა ვინმეთი დაინტერესდებიან, ყველანაირად ხელს უწყობენ პოტენციალის განვითარებასა და გამოყენებაში. კარგი მასწავლებლები არიან და აჯადოებენ სტუდენტებს, რამდენი წლისებიც არ უნდა იყვენენ. ხელოვნების გარდა კარგად გამოსდით პოლიტიკა, რეპეტიტორობა და სხვა ლიდერული როლების მორგება.

უნდა ეცადონ ქების სიყვარულის გამო თვალთმაქცობა არ შეუყვარდეთ, სიამაყე ამპარტავნებაში არ გადაეზარდოთ, გაზვიადებამ მკვეხარებად არ აქციოთ, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილმა არატოლერანტულებად და რადგან ასე ძალიან სურთ სხვების აღტაცებაში მოყვანა, აუცილებლად დაიმსახურებენ კიდეც ამას.

ცნობილი ადამიანები ლომი მერკურით: ბარაკ ობამა (ლომი), მაიკლ ჯექსონი (ქალწული), ნაპოლეონ I (ლომი), ფიდელ კასტრო (ლომი), ბენიტო მუსოლინი(ლომი), ჯორჯ ბუში (კირჩხიბი), ბილ კლინტონი (ლომი), გი დე მოპასანი (ლომი), მიკ ჯაგერი (ლომი), ბენ აფლეკი (ლომი), ჰოლი ბერი (ლომი), შარლიზ ტერონი (ლომი) და ა.შ.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი